მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

კონკურენციის ზრდამ დაბალი ტარიფებიც მოიტანა, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ფრენას როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის - ლევან მოსეშვილი

news image
mbc image

კონკურენციის ზრდამ დაბალი ტარიფებიც მოიტანა, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ფრენას როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

მისი თქმით, ეს ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს იმისა, რომ 2025 წლის პირველი ცხრა თვე მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით რეკორდული აღმოჩნდა.

„თბილისთან ერთად განსაკუთრებული ზრდა ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებშიც ფიქსირდება. ორივე მათგანში მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც საშუალებას მისცემს აეროპორტებს ახალ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააფართოონ. საერთო ჯამში, ევროპული გადამზიდავების გააქტიურება ზრდის საქართველოს საერთაშორისო მიმზიდველობას, ავითარებს ტურიზმს და ქმნის ბაზრის უფრო კონკურენტულ და დივერსიფიცირებულ გარემოს.
მომავალ კვირას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით თბილისში გაიმართება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის,  ICAO-ს რეგიონული ვორქშოფი — “ICAO EUR/NAT Workshop on Pavement Rating System”, რომელიც 11–12 ნოემბერს გაიმართება სასტუმრო „Paragraph“-ში. ვორქშოფი სრულად ეძღვნება აეროპორტების ხელოვნური საფარის მდგომარეობის შეფასებისა და კლასიფიკაციის ახალ სისტემას. მისი მიზანია აეროპორტების ინჟინრებისა და ტექნიკური სპეციალისტების გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. როგორ უნდა შეფასდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლების, სამიმოსვლო ბილიკისა და თვითმფრინავების სადგომის საფარის მდგომარეობა და როგორ უნდა დაინერგოს ეს შეფასების მეთოდოლოგიები პრაქტიკაში. ICAO-ს ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ აეროდრომების ინფრასტრუქტურა იყოს უფრო უსაფრთხო, გამძლე და საოპერაციოდ ეფექტური, ხოლო წევრმა სახელმწიფოებმა შეძლონ ახალი მოთხოვნების სწორად დანერგვა. ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელიც აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში მსგავსი ტიპის ტექნიკური თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო სრულად ემთხვევა საერთაშორისო სტანდარტებს და მუდმივად თანამედროვე და ახლებური ხედვით განაგრძობს აეროპორტების განვითარებას“, - ამბობს ლევან მოსეშვილი. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა

08.06.2026.15:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 538.9 ტონა
  • რუსეთი - 415.3 ტონა
  • გერმანია - 352.7 ტონა
  • პოლონეთი - 321.1 ტონა
  • ბელარუსი - 180.7 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა