მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ლაშა ხუციშვილი და ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ

news image
mbc image

გრძელდება აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, მასაცუგუ ასაკავას ვიზიტი საქართველოში.

დღეს მაღალი რანგის სტუმარს შეხვდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბერმენ ლამი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.

ეკონომიური გუნდის წევრებმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა ADB-სგან იღებს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, მათ შორისაა: საგზაო, რეგიონული და მუნიციპალური, ურბანული, ენერგეტიკისა და განათლების პროექტები. ხაზი გაესვა ADB-ის როლს კერძო სექტორის განვითარებაში.

მინისტრებმა მაღალი რანგის სტუმარს გააცნეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და რეფორმების დღის წესრიგი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ქვეყნის, როგორც სატრანზიტო, ლოგისტიკური, ისე ტურისტული პოტენციალის გაზრდისკენ, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, შუა დერეფნის მარშრუტებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად.

ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნების მშენებლობის კუთხით, აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარების საქმეში, ასევე, ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც  კლიმატური ცვლილებების პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს, რასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც მომავალი წლის მაისში თბილისი უმასპინძლებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

09.10.2026.20:29

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა