მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უტილიზაცია, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვ. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა იმ პროდუქციაზე, რომლის ექსპორტის გაზრდის პოტენციალიც არსებობს.
„შეხვედრისას ჩვენ გვქონდა საშუალება, გვემსჯელა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე. დავსახეთ ახალი გეგმები და საერთო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებში ოპერირებადი კერძო სექტორების წარმომადგენლების ურთიერთდაკავშირებადობას და მათი ბიზნეს-საქმიანობების გაფართოებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრებს შორის შეხვედრისას დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ინვესტიციების სფეროში. როგორც აღინიშნა, თურქეთი საქართველოს მესამე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფოა და უშუალოდ ქვეყანაში 2700-ზე მეტი კომპანია ოპერირებს თურქული ინვესტიციით. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყნები განაგრძობენ თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც აღინიშნა, თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად საქართველოს თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ეწვია, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნეს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებით ძალისხმევას მიმართავენ, რათა თანამშრომლობა ქართულ და თურქულ საქმიან წრეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს და ნაყოფიერი იყოს.
მხარეებმა ასევე წარმატებულად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - სტატისტიკის თანახმად, თურქეთი მეორეა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის. ხაზი გაესვა ნაყოფიერ ურთიერთობას სამოქალაქო ავიაციის სფეროშიც - კვირაში თურქული ავიაკომპანიაში 101 რეისს ასრულებენ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის სამ აეროპორტში.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველოსა და თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომაა დაგეგმილი.
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრი და დელეგაცია რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22 – 23 ოქტომბერს გაიმართება. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში საქართველოში სამმხრივი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 20 - 24 ივლისი

20.07.2026.00:31

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 20 - 24 ივლისის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

20 ივლისი | საგარეო ვაჭრობა (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | იმპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)

20 ივლისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2026 წლის ივნისი)

23 ივლისი | საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2026 წლის II კვარტალი)

24 ივლისი | ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებებისა (2024 წელი) და ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები (2025 წელი)

24 ივლისი | სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2025 წელი)

სებ-ის კალენდარი

20 ივლისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020=100

20 ივლისი | საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი

24 ივლისი | საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა