მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გვაძლევს შესაძლებლობას ადგილზე გავაცნოთ მათ ყველა ის უპირატესობა, რაც ქვეყანას გააჩნია - მიხეილ ხიდურელი

news image

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ BPO სექტორის ლიდერების სამიტს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი ეწვია.

სამიტი სააგენტოს დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა გახსნა და ღონისძიების სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა ყველა იმ უნიკალურ შესაძლებლობასა და უპირატესობაზე, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

„მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლების სტუმრობა საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მზარდ როლს ამ ინდუსტრიაში. ქვეყანაში BPO სექტორი წლიდან წლამდე ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“. 10 წლის წინ ეს პროცესი მცირე მოცულობის პროექტებით დაიწყო, დღეს კი ჩვენი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, საქართველოში უკვე ოპერირებენ BPO ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიები, როგორიცაა TP და Concentrix. ასეთი დიდი კომპანიები საქართველოდან ემსახურებიან Fortune 500-ის წამყვან ბრენდებს, ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ქვეყანაში ნერგავენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის მონაწილეებმა თავად მოინახულეს რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია - მათ შორის „გირტეკა“ და „ლინეატი“ და გაეცნენ მათ საქართველოში საქმიანობის გამოცდილებას.

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კამპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე — როგორც პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, ასევე, მსოფლიოს წამყვან გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობით“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

14.05.2026.19:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის,  არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის  ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის  შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი  შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა