პარლამენტის დროებით კომისიას ექნება დასკვნა კონკრეტული რეკომენდაციებით, ნაბიჯებით და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც სექტორს კონკურენტუნარიანს გახდის - შოთა ბერეკაშვილი
„პარლამენტის დროებითმა კომისიამ FMCG სექტორის 80-ზე მეტი წამყვანი კომპანიის საქმიანობა შეისწავლა საქართველოში, მათ შორის არიან როგორც მწარმოებლები, ასევე იმპორტიორები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელები. გავეცანით მათ ბიზნეს პროცესებს, საოპერაციო ხარჯებს, ფინანსურ მდგომარეობას და კაპიტალის სტრუქტურას. ასევე შევისწავლეთ შვიდი ევროპული ქვეყნის გამოცდილება საკვებ პროდუქტებზე ინფლაციასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდების შესახებ", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, კომისია აქტიურად მუშაობს გეგმაზე და შეიმუშავებს დასკვნას კონკრეტული რეკომენდაციებით, ნაბიჯებითა და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სექტორს გახდის ძალიან კონკურენტუნარიანს და ეფექტურს.
„ჩვენ მივიღებთ სისტემურ შედეგს, მათ შორის, ცვლილებების დანერგვისთანავე. ასევე გვაქვს გეგმა საშუალო პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სექტორის გარდაქმნა ისე, რომ მან იმუშაოს ეფექტურად და არ მოხდეს დამატებითი ხარჯის შექმნა.
ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი იქნება შევძლოთ აღნიშნული სექტორის მონიტორინგი, იმისთვის რომ მას ჰქონდეს ფინანსური დისციპლინა. უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესები იყოს ჯანსაღი, არსებობდეს კომერციული ურთიერთობების ჩარჩო, რომელიც სექტორს გახდის კონკურენტუნარიანს და წარმატებულს", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
I კვარტალში ქვეყანაში $10,5 მილიონის ღირებულების ყველის იმპორტი განხორციელდა
13.05.2026.19:00
2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 10 541.4 ათასი დოლარის ღირებულების ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1 981.2 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განახორციელა, ერთი წლით ადრე, ანუ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 673.4 ტონის. შესაბამისად იმპორტი 18%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველისა და ხაჭოს მთავარი იმპორტიორი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ყველისა და ხაჭოს იმპორტს ახდენს: