ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 12% Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილებზე მოდის
ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 12%-ი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილებზე მოდის. საქსტატის ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 814 316 ერთეულს შეადგენს, ხოლო უშუალოდ Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილების რაოდენობა - 223 300 ერთეულს.
ქვეყანაში რეგისტრირებული Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილების 39% კი უშუალოდ თბილისშია რეგისტრირებული.
Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილების რაოდენობა ქვეყნის რეგიონებში:
ქ. თბილისი: 86 772
იმერეთი: 31 855
ქვემო ქართლი: 21 517
აჭარის არ: 19 603
კახეთი: 17 096
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 14 940
შიდა ქართლი: 12 655
სამცხე-ჯავახეთი: 7 577
მცხეთა-მთიანეთი: 5 314
გურია: 4 849
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 122.
ასევე აღსანიშნავია სტატისტიკა მოდელების მიხედვით:

სხვა სიახლეები
საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
14.05.2026.19:43
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.