რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,4%-ით გაიზარდა, ხოლო ნოემბერთან შედარებით 0,5%-ით.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (8,7%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6,1%), განათლება (5,4%), ჯანმრთელობის დაცვა (4,4%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3,1%), დასვენება, გართობა და კულტურა (2,8%) და ასევე სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6,1%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (-12,3%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-2,8%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-1,8%) და ტრანსპორტი (-1,4%).
რაც შეეხება დეკემბრის მონაცემების შედარებას ნოემბრის მაჩვენებლებთან სტატისტიკა ასე გამოიყურება:
თვიურ ჭრილში HICP-ი გაიზარდა შემდეგ კატეგორიაში: ჯანმრთელობის დაცვა (1,4%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1,1%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (0,7%), ტრანსპორტი (0,6%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (0,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0,4%), კავშირგაბმულობა (0,2%), განათლება (0,1%), ასევე, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (0,0%).
თვიურად HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-1,3%), დასვენება, გართობა და კულტურა (-0,2%) და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (-0,3%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
სხვა სიახლეები
ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა - ხოსე ენრიკე ბოფილი
16.07.2026.17:25
ყალმომარაგების სექტორის უმსხვილესიინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმადირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმაგადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო" ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციოშედეგებსა და მომსახურების ხარისხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათიმთავარი პრიორიტეტი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სტაბილური წყალმომარაგებაა.
ინტერვიუში ხოსე ენრიკე ბოფილმა განმარტა, რომ საქართველოს ბაზარზე Aqualia-სშემოსვლის შემდეგ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებულიკაპიტალი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ნებისმიერი საინვესტიციო პროექტითანმიმდევრულ და გონივრულ მიდგომას მოითხოვს.
„წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გადამწყვეტია. დღეს იმაზე ხუთჯერმეტ ინვესტიციას ვახორციელებთ „ჯივიპიში", ვიდრე 2022 წლამდე იხარჯებოდა დასამომავლოდ კიდევ უფრო მეტის დაბანდებას ვგეგმავთ. თუმცა, გასათვალისწინებელია,რომ ერთიანად განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები დიდ გავლენას ახდენსტარიფზე. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომხმარებლისთვის დამატებითიფინანსური ტვირთი, საინვესტიციო ტემპი უნდა იყოს პროგრესული და ეტაპობრივი", - აღნიშნა ბოფილმა.
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ოთხწლიანი ინტენსიური მუშაობისშედეგად ქსელის დაზიანების სიხშირე და წყალმომარაგების შეზღუდვის რაოდენობასაგრძნობლად შემცირდა, რასაც მომხმარებელი ყოველდღიურობაში უკვე გრძნობს. მისითქმით, სწორედ ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად მიღწეული პროგრესისდამსახურებაა „ჯივიპის" გაწევრიანება კომუნალური კომპანიების პრესტიჟულ გლობალურკავშირშიც - Leading Utilities of the World (LUOW), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომჯივიპის საოპერაციო მაჩვენებლები უკვე საერთაშორისო სტანდარტებს უტოლდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კაპიტალის მქონე კომპანია ვართ, „ჯივიპის" გუნდისუმრავლესობას ქართველი პროფესიონალები შეადგენენ. რეალურად, ჩვენ ქართულიკომპანია ვართ და გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთქვეყნის წინსვლაში. ჩვენი უმთავრესი მისია ამ ქვეყნისა და მისი თითოეულიმცხოვრებლისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა", - განაცხადა ხოსე ენრიკებოფილმა.