მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.3
0.0216
flag
AZN 1.5401
-0.0008
flag
CNY 38.819
-0.0007
flag
EUR 3.0205
-0.0009
flag
GBP 3.5397
0.0037
flag
KZT 56.24
0.0009
flag
TRY 0.0548
-0.0001
flag
USD 2.6181
-0.001
news banner

რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება აჭარაში

news image
mbc image
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში ახალი საჯარო სკოლა აშენდება. თანამედროვე სტანდარტების, 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. ასევე, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი.
დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი. ამ ეტაპზე რიყეთი-ზარზმის მონაკვეთზე მიმდინარეობს ცენტრალური გაზის მაგისტრალის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც დაახლოებით 12 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, დამატებით 15 200-მდე აბონენტის გაზიფიცირება განხორციელდება.
კურორტ გოდერძიზე დასრულდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც შპს ,,გოდერძი რეზორტი", კურორტების განვითარების სააგენტო, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ l კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი

12.08.2026.19:54

ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სამშენებლო სამუშაოებს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა ადგილზე გაეცნენ.

როგორც Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფოს ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომელთაც კომპანია სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს.

„ჩვენ აქ ვართ, რათა ავაშენოთ ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს სურს. ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს იმას, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯეფექტური გავხადოთ“, - განაცხადა ტიმ დევოლდერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა