მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

როგორია ჩინეთისა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო მაჩვენებლები 

news image

ჩინეთიდან იმპორტმა, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლებით 1 430 600.0 ათასი დოლარი შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი აღნიშნული მაჩვენებელი 1 194 580.0 ათას დოლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში იმპორტის ზრდა 20%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, წელს ჩინეთიდან ყველაზე მეტი ღირებულებით ქვეყანაში შემოსული პროდუქტი ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:

  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 46 112.7 ათასი დოლარი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 42 385.3 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 40 649.6 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 38 631.3 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 37 856.9 ათასი დოლარი;

2025 წლის სამი კვარტალის მაჩვენებლებით ჩინეთში ექსპორტიდან საქართველომ 216 915.0 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 7%-იანი კლებაა. 2024 წლის 9 თვეში საქართველომ ჩინეთში ექსპორტზე 233 527.0  ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან ჩინეთში განხორციელებულ ექსპორტში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთის ბაზარზე ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 159 590.0 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 16 247.6 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 11 572.3 ათასი დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 10 935.2 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6 942.4 ათასი დოლარი;

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს

11.05.2026.19:00

საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით. 2026 წლის პირველ კვარტალში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 18 740.0 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის სამ თვეში კი 7 027.7 ათასი დოლარი. 

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქმენეთში ექსპორტმა 7 702.6 ათასი დოლარის შეადგინა, ერთი წლით ადრე კი 2 470.2 ათასი დოლარი. ზრდა 212 პროცენტის დონეზეა.

რაც შეეხება იმპორტს ზრდა 142%-ია. 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ თურქმენეთიდან 11 037.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 557.5 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა