რომელ დარგებზე გასცეს ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი
მაისის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 44 490,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 2%-იან ზრდას, ხოლო 2022 წლის მაისთან შედარებით 5%-იან ზრდას აჩვენებს.
მაისის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების უმეტესობა ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, კი მაისის ბოლოსთვის ვაჭრობის დაკრედიტებისთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობამ 4 048,4 მლნ ლარი შეადგინა, მრეწველობის დარგზე გაცემულია 3 834,2 მლნ ლარი, ხოლო მშენებლობის დარგზე გაცემული სესხების რაოდენობამ კი 3 701,7 მლნ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შინამეურნეობებზე გაცემული სესხების რაოდენობა 24 679,0 მლნ ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამანევრო თბომავალი პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა
18.11.2026.12:11
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამანევრო თბომავალი პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
ახალი თბომავლები თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი. ისინი ენერგოეფექტურია და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
აღნიშნული შესყიდვით საქართველოს რკინიგზა თბომავლების პარკს განაახლებს. ახალი სარკინიგზო ტექნიკა კომპანიას სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში სამანევრო სამუშაოების უფრო ეფექტიანად მართვის საშუალებას მისცემს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რკინიგზა მოძრავ შემადგენლობას შუამავალი კომპანიების გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან ყიდულობს, რაც შესყიდვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.