რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რა სავაჭრო ურთიერთობებია საქართველოსა და უკრაინას შორის
უკრაინაში საქართველოდან ექსპორტი 38%-იან კლებას, ხოლო იმპორტი ფაქტობრივად გასული წლის მაჩვენებლებზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უკრაინაში 39,873.20 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გადაზიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 64,531.07 ათასი დოლარის.
ბოლო წლების სტატისტიკით უკრაინაში ექსპორტიც და იმპორტის ზრდის ტრენდზე იყო, თუმცა 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა სავაჭრო ბრუნვა შეამცირა.
2022 წლის სტატისტიკით, უკრაინაში ექსპორტმა 232,077.93 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 24.5%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებლებზე. 2021 წელს საქართველომ უკრაინაში 307,435.71 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა.
2023 წლის მიმდინარე სტატისტიკით საქართველოდან უკრაინაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ეთილის სპირტია.
რას ყიდის საქართველო უკრაინაში ტოპ-5 პროდუქტი
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უკრაინიდან 111,196.59 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 111,213.01 ათასი დოლარი, შესაბამისად მიმდინარე წლის 5 თვეში იმპორტი გასული წლის იანვარ-მაისთან შედარებით 0.01%-იან კლებას აჩვენებს.
2022 წელს უკრაინამ საქართველოში 285,984.19 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2021 წელს კი 451,826.78 ათასი დოლარის. შესაბამისად კლებამ 36%-ი შეადგინა.
რას ყიდულობს საქართველო უკრაინიდან ტოპ-5 პროდუქტი
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს
11.05.2026.19:00
საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით. 2026 წლის პირველ კვარტალში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 18 740.0 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის სამ თვეში კი 7 027.7 ათასი დოლარი.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქმენეთში ექსპორტმა 7 702.6 ათასი დოლარის შეადგინა, ერთი წლით ადრე კი 2 470.2 ათასი დოლარი. ზრდა 212 პროცენტის დონეზეა.
რაც შეეხება იმპორტს ზრდა 142%-ია. 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ თურქმენეთიდან 11 037.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 557.5 ათასი დოლარი.