მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

S&P 2025 წელს საქართველოში 3.7%-იან ინფლაციას პროგნოზირებს

news image
mbc image

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა. სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს. ამასთან, სააგენტოს შეფასებით ქვეყნის ზომიერი სახელმწიფო ვალის დონე, ძირითადად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან (IFIs) დროული შეღავათიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ასევე მხარს უჭერს რეიტინგს.

სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მყარი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.

ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი იყო, ხოლო სავალუტო რეზერვების მოცულობა გაიზარდა. 

სარეიტინგო სააგენტო S&P-მ შესაძლებელია მოახდინოს რეიტინგის დადებითად გადახედვა მომდევნო 12 თვის განმავლობაში, თუკი საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები გადააჭარბებს მათ ამჟამინდელ მოლოდინებს და შემცირდება პოლიტიკური გაურკვევლობა.

,,2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკა კვლავ აფიქსირებს 8.3%-იან ზრდას წლიურად, რაც ძირითადად კერძო მოხმარებით არის განპირობებული. სექტორულ ჭრილში მიღწეული მაჩვენებლები ფართომასშტაბიანი იყო, რომელი თვალსაზრიისთაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმი; ტრანსპორტი; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მშენებლობა - რაც ასახავს მომსახურებისადმი მდგრად მოთხოვნას. მოსალოდნელზე ძლიერი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედეთ სრული 2025 წლის ზრდის პროგნოზს 7.1%-მდე. თუმცა, ჩვენ ველით, რომ ზრდა შენელდება 5.2%-მდე 2026 წელს და 4.7%-მდე 2027 წელს", - წერს სარეიტინგო სააგენტო S&P. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოები შედარებით გონივრულია რეგიონულ კონტექსტში, რასაც მხარს უჭერს წარსული სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.

გარდა აღნიშნულისა, სარეიტინგო სააგენტო S&P 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს: ,,2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სრულად პროპორციული სისტემით -  „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.9% მოიპოვა; ხოლო 2024 წლის დეკემბერში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, 300-წევრიანი ამომრჩევლის კოლეგიიდან 224 ხმით აირჩიეს ", - აღნიშნულია რელიზში. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს თქმით, მდგრადი ეკონომიკური ზრდა, გონივრულ ფისკალურ მართვასთან ერთად, ხელს უწყობს სახელმწიფო ვალის დაბალი და მართვადი დონის შენარჩუნებას.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი  შეინარჩუნებს ფრთხილ მონეტარული პოლიტიკის კურსს. ,,ნეტო შესყიდვებმა განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა ბოლო თვეებში, რასაც ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებულმა მყარმა შემოსავლებმა და უწყვეტმა ფინანსურმა ნაკადებმა", - აღნიშნავს S&P. 

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მათი მოლოდინით ინფლაცია პიკს წლის ბოლოს მიაღწევს და 2025 წლის საშუალო მაჩვენებელი 3.7%-ს გაუტოლდება - ამ ტრაექტორიის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს 8%-ზე შეინარჩუნებს. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

14.07.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა