მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა იყო ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო კომპანიების პოტენციური ინტეგრაცია - მიხეილ ჯაფარიძე

news image
mbc image

საყოველთაო ჯანდაცვა კომპონენტია ყოფა-ცხოვრებაში და თუ სადაზღვევო კომპანიები თავის გამოცდილებას გაუზიარებენ სისტემას, საბოლოო ანგარიშით ის მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლება მოხმარდება, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიის დასრულების შემდეგ სს „არდი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ გააკეთა.

მისი თქმით, „არდი“ ამისთვის მზად არის. 

„ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა იყო ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო კომპანიების პოტენციური ინტეგრაცია. რა რესურსი აქვს და რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ არსებულ ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო კომპანიებმა გარკვეული ტიპის მონაწილეობა და კონტრიბუცია მიიღონ, რითაც სისტემა უფრო ეფექტური გახდება, უფრო წინ გადადგამს ნაბიჯს. დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა კომპონენტია ყოფა-ცხოვრებაში და თუ სადაზღვევო კომპანიები რაიმე კუთხით თავის ცოდნას, გამოცდილებას, თავის ინფრასტრუქტურას გაუზიარებენ სისტემას, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება, საბოლოო ანგარიშით მოხმარდება მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას მხოლოდ და მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, რომ მსგავსი ტიპის ცოდნა გავაზიაროთ და შემდეგ უკვე მომავალი გვანახებს როგორ განვითარდება თანამშრომლობა“ - განმარტა სს „არდი დაზღვევის“, გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. დისკუსიის თემა „ ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში | შესაძლებლობები და გამოწვევები " იყო.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა სს „არდი დაზღვევის“, გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

09.10.2026.20:29

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა