საქართველო ძირითადად ახორციელებს მარცვლეულის იმპორტსა და თხილეულის ექსპორტს - სებ-ის კვლევა
საქართველო ძირითადად ახორციელებს მარცვლეულის იმპორტსა და თხილეულის ექსპორტს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ „სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევაშია“ აღნიშნული.
სებ-ის პუბლიკაციის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორის გამოშვება სტაბილურად მზარდია, თუმცა მცირდება სექტორის წილი მშპ-ში, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია;
ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად იზრდება როგორც მემცენარეობის, მრავალწლიანი ნარგავებისა და მესაქონლეობის პროდუქციის წარმოების მხრივ, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მიანიშნებს მეურნეობების გამსხვილებას საოჯახო ტიპის მეურნეობებიდან ფერმერული ტიპის მეურნეობებისკენ;
სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, დაბალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით;
მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის მიკრო სეგმენტში ოპერირებად ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებზე;
სოფლის მეურნეობის ქვე-სექტორებს შორის მრავალწლიანი ნარგავები გამოირჩევიან შედარებით მაღალი მომგებიანობით;
სოფლის მეურნეობის სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს სექტორის მდგრადობას და მიუთითებს ზრდის შესაძლებლობებზე
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
16.10.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.