საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 52%-ით არის გაზრდილი
საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი მზარდია. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც საქსტატის საიტზეა განთავსებული 2026 წლის იანვარში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 52%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოდან აშშ-ში 6 656.1 ათასი დოლარის პროდუქცია გაიყიდა, 2025 წლის იანვარში კი 4 382.0 ათასი დოლარის.
მიმდინარე წელს საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები იყო, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარში პირველ ადგილზე საფრენი აპარატების ნაწილები იყო.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის - 2026 წლის იანვრის მაჩვენებლები:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
12.10.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9066 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5994 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5994 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6005 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9066 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა.