საქართველომ 10 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტიდან $23,5 მილიონის შემოსავალი მიიღო
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექპორტზე 23 514.6 ათასი დოლარის ღირებულების 510 329 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით კლებაა. 2024 წლის 10 თვეში საქართველოდან 49 106.2 ათასი დოლარის ღირებულების 1 106 431 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან ელექტროენერგიის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა თურქეთია. ამ დროისათვის საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებში ახდენს.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა:
საგულისხმოა, რომ საქართველომ 2024 წელს ექსპორტზე 49 106.2 ათასი დოლარის ელექტროენერგია გაიტანა, 2023 წელს კი 95 737.4 ათასი დოლარის.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
14.08.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.