საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში" გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია საქართველოს ეკონომისტის დღის ფარგლებში ჩატარდება და ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ საქართველოს ეკონომიკურ საზოგადოებას ეკონომისტის დღე მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
როგორც ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, სწორმა და თანმიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ფინანსურმა სტაბილურობამ ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით უმთავრესი როლი შეასრულა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებისა და ფინანსური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით.
„საქართველო გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და პოსტპანდემიურ პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა, ხოლო 2025 წელს ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა და იანვარ-ივლისის მონაცემებით 8%-ს შეადგენს. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად დაბალი ინფლაცია მიანიშნებს ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდაზე," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. მისი შეფასებით, სტრუქტურულმა რეფორმებმა, მათ შორის, ეკონომიკის ლარიზაციის ღონისძიებებმა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტების განვითარებამ და მაკროპრუდენციული რეგულაციების გაძლიერებამ ხელი შეუწყო კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
„მიმდინარე წელს სავალუტო ფონდმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. სავსებით რეალურია, რომ საქართველომ აჩვენოს უფრო მაღალი ზრდის ტენდენცია შემდეგ წლებში, ვიდრე ეს სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგნოზით არის მოსალოდნელი. თუმცა მიმდინარე პროგნოზითაც, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის და ევროპის კანდიდატ ქვეყნებს შორის," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი.
ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით

სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.