მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

საქართველოს აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

როგორც იცით, ჩვენს ქვეყანას აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არის გამორჩეული ამ კუთხით რეგიონის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება  ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. 

„ასევე იცით, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%-ს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდა და გასულ 9,4%-ი იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა. რაც ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა არის ის, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვით და სწორი სტრატეგიით - ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო სერვისები, ისევე, როგორც ვაჭრობა, ტურიზმის ინდუსტრია და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს სექტორი, მდგრადად და ძალიან სტაბილურად ვითარდება. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებით ზრდას. რაც სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. ამავდროულად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და მთავარი საზრუნავი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image კულტურის, ხელოვნების ეკონომიკა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიაა - თინათინ რუხაძე

10.07.2026.10:03

კულტურის, ხელოვნების ეკონომიკა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიაა - განაცხადა გადაცემა Business Insider Georgia-ში საქართველოსკულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ

,,ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია, რომ კულტურის ეკონომიკაზე და ხელოვნების ეკონომიკაზე დავიწყოთ საუბარი. ჩვენ ვართ უდიდესი და უძველესი კულტურის ქვეყანა, და მთელმა მსოფლიომ და მსოფლიო გამოციდლებამ დაგვანახა რომ ღირებულებით, მდგრად ეკონომიკურ ძვრებს ხელს უწყობს ხელოვნების ეკონომიკა”, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა