მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და სებ-ის და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.

ბანკირის დღე წელს განსაკუთრებულ მოვლენას - ლარის შემოღების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული მიღწევებისა და განსაკუთრებული სამსახურებრივი ღვაწლისთვის, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ როგორც სებ-ის 30 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს, ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

მისი თქმით,  საქართველოს საბანკო სექტორი საუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელია და ამაყად დგას ილიასა და იასონის გზაზე.

მან ხაზი გაუსვა სექტორში დასაქმებული ათასობით პროფესიონალის როლს ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განმტკიცებაში და მადლობა გადაუხადა მათ ერთგული, გამორჩეული შრომისთვის.

„ჩვენი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საბანკო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა, რაშიც 50 ათასამდე პროფესიონალს უდიდესი წვლილი მიუძღვის,“ - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდი, მანდატის ფარგლებში, აგრძელებს თანმიმდევრულ და სანდო მონეტარულ პოლიტიკას, ფასების ნორმალიზებას და საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებაზე მუშაობას, რათა ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი.

„ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტები დავამკვიდროთ და ფინანსური  სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი,“ - დასძინა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წლის მნიშვნელოვან ფინანსურ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით აქტიური იყო როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, ისე შიდა ფინანსური ინოვაციების კუთხით.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის საიუბილეო წელი არა მხოლოდ სამახსოვრო მონეტების გამოშვებით, არამედ საკვანძო ღონისძიებებით აღნიშნა, მათ შორის თბილისის ფინანსური სამიტით, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პირველად გაიმართა და 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტ დელეგატს მოუყარა თავი.

„მიხარია, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც რეგიონალური ჰაბი. ჩვენი მიზანია, მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოში დააფუძნონ ბიზნესები და აქედან მოემსახურონ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებს,“ - აღნიშნა მან.

ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე პირველი ქართული ბანკის - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, სიმბოლურად 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.

ბანკირის დღის დაარსების ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

09.10.2026.20:29

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა