საქართველოს საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა. უწყებათაშორის შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საპენსიო ფონდის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები BAG-ის წევრებს შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრას, BAG-ის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე გრიგორი (გია) მორჩილაძე და საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე, რომელმაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა დამსწრეებს.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მასში, საქართველოს საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობასთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ: შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან დგებუაძე, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და წევრი კომპანიების ხელმძღვანელები.
BAG-ში გამართულ შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ უწყებებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა, გაფართოებული შეხვედრის ფარგლებში, გაცვალეს გამოცდილება და დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები: ჯარიმა, საურავი, დეკლარირება და კორექტირება.
მსგავსი შეხვედრები საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის მხარდაჭერით, საპენსიო თემებზე, პერმანენტულად ტარდება და BAG-ის დახმარებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ბიზნეს სექტორში პროაქტიულად ხორციელდება.
სხვა სიახლეები
ივნისში საქართველომ 1,065 გვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 0.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია - TBC Capital
16.07.2026.18:34
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში - ივნისი 2026" აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 16.3%-ით, 1,124 გვტ. საათამდე შემცირდა. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 0.4%-ით, 1,065 გვტ. საათამდეა გაზრდილი. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.33 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 2.0%-იანი ზრდაა.
,,2026 წლის ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 5.33 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 2.0%-ით მეტია 2025 წლის ივნისის მონაცემზე. თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 3.2%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველ 6 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.76 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0 .2%-ით ჩამორჩება. 2026 წლის ივნისში საქართველომ იმპორტის სახით 13 გვტ. საათი ელექტროენერგია შემოიტანა, თუმცა, იმპორტი არაკომერციული ხასიათის იყო და სისტემური საჭიროების გადა - დინებას წარმოადგენდა . ანალო - გიურად, საქართველოდან აზერ - ბაიჯანში დაახლოებით იმავე მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. დამატებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 24 გვტ. საათი ელექტროენერგია, რაც გასული წლების მაჩვენებლებს მნიშვნე - ლოვნად ჩამორჩება. თუმცა, აღსანიშ - ნავია, რომ 5 ივლისიდან საქართველომ თურქეთის მიმართულებით ექსპორტი განაახლა, კერძოდ კი მიმდინარე პერიოდში ექსპორტზე გადის 400 -420 მეგავატი სიმძლავრე ღამის საათებში", - წერს TBC Capital-ი.