მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკება გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩინეთის დელეგაციას - ჩინეთის კომერციის სამინისტროს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰან ჩანგტიანი. 

შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა  ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. 

მოლაპარაკებაზე მხარეები შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ტექსტის ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ. ასევე განხილულ იქნა საქართველოში წარმოებული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ქართული მხარე უახლოეს მომავალში პოზიტიურ სიახლეებს ელოდება. 

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანა - გაიზარდა არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვა, არამედ ხელი შეეწყო ინვესტიციებს, პოზიტიური ტენდენციებია ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით და სხვ. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებლობა ქართველი მწარმოებლებისთვის, პრეფერეციული რეჟიმით პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაყიდონ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცვლილებების ოქმს ხელი მომდევნო წლის პირველ კვარტალში მოეწერება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image კულტურის, ხელოვნების ეკონომიკა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიაა - თინათინ რუხაძე

10.07.2026.10:03

კულტურის, ხელოვნების ეკონომიკა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიაა - განაცხადა გადაცემა Business Insider Georgia-ში საქართველოსკულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ

,,ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია, რომ კულტურის ეკონომიკაზე და ხელოვნების ეკონომიკაზე დავიწყოთ საუბარი. ჩვენ ვართ უდიდესი და უძველესი კულტურის ქვეყანა, და მთელმა მსოფლიომ და მსოფლიო გამოციდლებამ დაგვანახა რომ ღირებულებით, მდგრად ეკონომიკურ ძვრებს ხელს უწყობს ხელოვნების ეკონომიკა”, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა