სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაში აშშ-ის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საერთაშორისო ინვესტორებთან კომუნიკაციის გაღრმავებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას.
ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური და მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, აგრეთვე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.
დისკუსიისას აღინიშნა, რომ გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, რაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო შესაძლებლობებზე სხვადასხვა სექტორში, მათ შორის უძრავი ქონების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT), ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, აგრეთვე საფინანსო სექტორის მიმართულებით, რომლის მიმართაც ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია.
ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრისას ინვესტორებმა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესს გაუსვეს ხაზი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.
სხვა სიახლეები
I კვარტალში ქვეყანაში $10,5 მილიონის ღირებულების ყველის იმპორტი განხორციელდა
13.05.2026.19:00
2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 10 541.4 ათასი დოლარის ღირებულების ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1 981.2 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განახორციელა, ერთი წლით ადრე, ანუ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 673.4 ტონის. შესაბამისად იმპორტი 18%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველისა და ხაჭოს მთავარი იმპორტიორი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ყველისა და ხაჭოს იმპორტს ახდენს: