მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

სებ-მა „რიკო კრედიტი“ 70 000 ლარით დააჯარიმა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესი” ფულის გათეთრებისა და ფინანსური კონტროლის მოთხოვნების სხვადასხვა სახის დარღვევებისთვის ჯამში 70,000 ლარით დააჯარიმა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების გამო - ჯამში 20,000 ლარის ოდენობით.


მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობის 1 (ერთი) შემთხვევის გამო - ჯამში 5,000 ლარის ოდენობით.

13 (ცამეტი) კლიენტთან მიმართებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ განუხორციელებია კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რისთვისაც ის დაჯარიმდა 3,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფატზე. სულ 39,000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის ვადის გადაცილებით და არასწორად წარდგენის 2 (ორი) ფაქტის გამო - ჯამში 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო  - ჯამში 2,000 ლარის ოდენობით.
 

საერთო ჯარმში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 70,000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

14.07.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა