შვეიცარიაში ექსპორტი 4%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით გაიზარდა
2025 წლის რვა თვეში საქართველოდან შვეიცარიაში 74 028.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. მიმდინარე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წელს შვეიცარიაში ექსპორტი 4%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტმა 71 512.8 ათასი დოლარი შეადგინა.
შვეიცარიაში ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ოქროა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:
შვეიცარიიდან იმპორტი კი 10%-იან ზრდას აჩვენებს. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ შვეიცარიიდან 117 533.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი106 503.9 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე
16.06.2026.17:30
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2,364 ლარი შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ხელფასები ფიქსირდება სადაზღვევო და საფინანსო სექტორში, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 5,900 ლარს აჭარბებს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და სხვა სექტორებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხელფასების ზრდას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მიმართულებით ვახტანგ ცინცაძე აქცენტს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე აკეთებს.
„ეს პროგრამები, ფაქტობრივად, ბიზნესსაქმიანობის მასტიმულირებელია და საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, აისახება დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის იმ მიმზიდველ გარემოს როგორც საინვესტიციო, ასევე სხვა ეკონომიკური მიმართულებებით, რაც საქართველოში ფიქსირდება" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.