მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ქ. რომში, FAO-ს გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 სესიაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იტალიის ქ. რომში გამართულ გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 სესიის მუშაობაში მონაწილეობდა. საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებას 2019 წლიდან შეუერთდა. სესიას წინ ევროპის ქვეყნების წარმომადგენელთა რეგიონალური შეხვედრები უსწრებდა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს სახელით, 2018 წლიდან, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოპერირებული პროგრამის (ECPGR) წევრია; ცენტრი ასევე პასუხისმგებელია ევროპის ქვეყნების მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო კატალოგში (EURISCO)  საქართველოში არსებული მცენარეთა გენოფონდის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე.

სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული მცენარეების, ცხოველების, აკვაკულტურის, მიკროორგანიზმების, უხერხემლოების, სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერების, განსაკუთრებით ბუნებრივი დამამტვერიანებლების - სახეობების, ჯიშების, პოპულაციების მოძიების, შეგროვების, კონსერვაციის, იდენტიფიცირება-დახასიათების დამცავი მოქნილი  მექანიზმების შემუშავების ძირითად საკითხებს, რომელიც უზრულველყოფს  მათ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებას,  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და  სასურსათო უსაფრთხოებას.

აღინიშნა საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების განსაკუთრებული როლი ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება-განხორციელებაში, რომელიც შეეხება გენეტიკური რესურსების დაცვას, ნიადაგის ნაყოფიერების მართვას, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებას, სელექციური სამუშაოების წარმართვას, თესლის წარმოების ნაციონალური პროგრამების შემუშავებას, თესლის ეროვნული ბანკის შექმნას, საინფორმაციო სისტემების დანერგვას და სხვა საკითხებს.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძემ მონაწილეობა მიიღო იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთა გამოფენაშიც, რომელშიც იტალიის სხვადასხვა რეგიონის ფერმერები მონაწილეობდნენ.

   

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

14.07.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა