მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ტურიზმის სექტორში მორიგი რეკორდული მაჩვენებლები არის სწორი პოლიტიკის და სწორი სამოქმედო გეგმის, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგი - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

მიმდინარე წლის  სამი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის ტურისტს უმასპინძლა, რაც  სწორი პოლიტიკისა და სწორი სამოქმედო გეგმის, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგია" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2025 წლის ცხრა თვეში  საქართველოში  ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს - 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  7.9%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ტურისტის ოდენობა,   საერთაშორისო ვიზიტორების -  5.6%-ით, ხოლო  საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ,   5.4%-იანი ზრდით   6.1 მილიონი  შეადგინა. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება მდგრადად, საკმაოდ დივერსიფიცირებულად და სტაბილურად, რაც ასევე ხელს უწყობს მარკეტინგული კამპანიები და  ის პოლიტიკა, რომელსაც  ხელისუფლება ქმნის,  მათ შორის, პირდაპირი რეისების დანიშვნისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით.

„ვხედავთ, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებული წარმატება გვაქვს ავიაციის სექტორში - დაგვემატა ახალი ავიაკომპანიები, ახალი მიმართულებები, რის შედეგადაც თანმიმდევრულად იზრდება ტურისტული ნაკადები ჩვენი სტრატეგიული, სამიზნე ქვეყნებიდან. პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, რეკორდულია ტურისტული ნაკადები ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც შევძელით პირდაპირი ფრენების დამატება და შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები,  მათ შორის, გამოვყოფდი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაგალითად, საფრანგეთს და  გერმანიას,  ასევე ხაზგასასმელია  ჩინეთი, ყურის ქვეყნები და ისრაელი" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა ქმნის წარმატების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ტურიზმის ინდუსტრიაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ პოლიტიკის  შედეგად წლის ბოლომდე მორიგი წარმატებები გვექნება ტურიზმის სექტორში, ვნახავთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს ჩვენ ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან მეტი შემოსავლების მიღებას, გააძლიერებს სექტორში ჩართულ თითოეულ მეწარმეს და ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი

15.09.2026.23:39

„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი". 

მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ  წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.

„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი  დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა