მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის Emaar Properties-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

news image
mbc image

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერის Emaar Properties-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, გლობალურად ცნობილი ანტერპრენერი მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართება. ინფორმაციას ეკონომიკის განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

მოჰამედ ალი ალაბარი სიტყვით გამოვა ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“.

მოჰამედ ალი ალაბარის დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills-ი, საქართველოში უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიციას $6,5 მლრდ დოლარზე მეტს განახორციელებს საქართველოს უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორში. ხსენებული წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ უცხოურ ინვესტიციას საქართველოს ისტორიაში, რომელიც გარდაქმნის თბილისისა და ბათუმის იარსახეს და გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის ქალაქებში.

მოჰამედ ალი ალაბარი არის ინოვატორი და ანტერპრენერი, რომელსაც მრავალმხრივი ინტერესები აქვს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის უძრავ ქონებაში, საცალო ვაჭრობაში, სტუმარმასპინძლობაში, ელექტრონულ კომერციაში, ტექნოლოგიებში, ლოგისტიკაში, კვებისა და სასმელების (F&B) წარმოებასა და ვენჩურულ კაპიტალში. 1997 წლიდან მოყოლებული, ის ხელმძღვანელობს უძრავი ქონების მართვის უმსხვილეს გლობალურ კომპანიებს, მათ შორის Emaar Properties-სა და Eagle Hills-ს, რომლებიც ინოვაციური პროექტებითა და საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებული ინვესტიციებით არიან ცნობილნი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 22-23 ოქტომბერს მეხუთედ გაიმართება. ფორუმის მიზანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენა და საქართველოს როლის გაძლიერება, როგორც რეგიონის სტრატეგიული ბიზნეს ცენტრის. ფორუმს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახსნის. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 2,000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონისა და რეგიონს მიღმა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

14.07.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა