უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების TOP 5
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 7 თვეში იმპორტმა თითქმის 11%-იანი ზრდა აჩვენა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 155.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტია. აქედან იმპორტმა 10 310.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 10.8 პროცენტით) შეადგინა.
უმსხვილესი (ტოპ 5) იმპორტიორები 2025 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით:
სს გეფა - კომპანიის ოფიციალური რეგისტრაციის თარიღია 19/10/1995. მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ალფაიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევანი დადიანი, წევრები: მიხეილ აბრამიძე და გიორგი კეთილაძე. განთავსებული კაპიტალი - 121667.68 ლარი.
სს ლუსოლი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 20/01/2025. სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარეა ნუგზარ დეკანოიძე, ხოლო წევრები: ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი.
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/04/2000. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრები: ნუგზარ აბრამიშვილი და ლევან ფხაკაძე. გენერალური დირექტორი - ვასილი ხორავა. განთავსებული კაპიტალი - 11211200 ლარი
შპს ავერსი-ფარმა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/05/1999. გენერალური დირექტორი - გიორგი მელანაშვილი. კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელია პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-ის ნიკოლოზ კურტანიძე.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის რეგისტრავიის თარიღია 22/09/2004. აღმასრულებელი დირექტორი - ალექსანდრე ჩადუნელი, დირექტორი - ალექსანდრე ვეკუა.
მესაკუთრეები: ლევან სურგულაძე - 27.9% - წილის მმართველია გიორგი სურგულაძე (ორმაგი მოქალაქე - საქართველო, აშშ), გიორგი სურგულაძე - 34.875%, დავით გულაშვილი - 10%, გიორგი გულაშვილი - 27.225%.
შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
სხვა სიახლეები
პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე
16.06.2026.17:30
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2,364 ლარი შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ხელფასები ფიქსირდება სადაზღვევო და საფინანსო სექტორში, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 5,900 ლარს აჭარბებს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და სხვა სექტორებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხელფასების ზრდას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მიმართულებით ვახტანგ ცინცაძე აქცენტს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე აკეთებს.
„ეს პროგრამები, ფაქტობრივად, ბიზნესსაქმიანობის მასტიმულირებელია და საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, აისახება დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის იმ მიმზიდველ გარემოს როგორც საინვესტიციო, ასევე სხვა ეკონომიკური მიმართულებებით, რაც საქართველოში ფიქსირდება" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.