მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.3
0.0216
flag
AZN 1.5401
-0.0008
flag
CNY 38.819
-0.0007
flag
EUR 3.0205
-0.0009
flag
GBP 3.5397
0.0037
flag
KZT 56.24
0.0009
flag
TRY 0.0548
-0.0001
flag
USD 2.6181
-0.001
news banner

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ქვეყნებს შორის ვაჭრობის, სექტორული ინვესტიციებისა და ტურისტული სეგმენტის გაზრდის შესაძლებლობები განვიხილეთ - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხები განიხილეს თბილისში, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბახტიორ საიდოვმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ტრანსპორტი და საერთაშორისო მარშრუტები, ლოგისტიკა,  ტურიზმი, ავიაცია და ა.შ. 

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის დელეგაციას გააცნო საქართველოს ბოლო წლების ეკონომიკური მაჩვენებლები და ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ქვეყანა ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რეკორდულ მაჩვენებლებს ტურიზმის, დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების კუთხით. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს უპირატესობებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, მათ შორის, დაბალ გადასახადებს, წვდომას ძირითად საერთაშორისო ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მეშვეობით, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მაღალ შეფასებებს და პროგნოზებს, რომლის მიხედვით, 2025 წელს საქართველო გლობალურად იქნება ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს გარემოებები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა უზბეკი ინვესტორებისთვის, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დაინტერესდნენ პროექტების განხორციელებით პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.

„ჩვენი ამოცანაა, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, ურთიერთობები ბიზნესებს შორის, სექტორული ინვესტიციები და ტურისტული სეგმენტი - ამის მისაღწევად განვიხილეთ ურთიერთთამშრომლობის განვითარების სხვადასხვა პლატფორმების შექმნის შესაძლებლობები.  უახლოეს პერიოდში იგეგმება ჩვენი ვიზიტიც უზბეკეთში, სადაც კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ დღის წესრიგის შესრულებისა და ზოგადად, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც მარიამ ქვრივიშვილმა და ბახტიორ საიდოვმა განიხილეს, იყო თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროსა და შუა დერეფნის ფარგლებში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბოლო წლების განმავლობაში,  მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, ქვეყანა ჩართულია დაკავშირებადობის სხვადასხვა ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპასა და აზიას შორის მოკლე და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას, მათ შორის TRACECA, ტრანს-კასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი და CAREC. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ფოთისა და ბათუმის ორი მრავალფუნქციური პორტით, სუფსასა და ყულევის ნავთობტერმინალებით, კარგად ინტეგრირებული სახმელეთო და სარკინიგზო ქსელით და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს თავის როლი და მნიშვნელობა შუა დერეფნის განვითარებაში.

 

უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. 2025 წლის იანვარ-მაისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი 46 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო-უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით იყო გაზრდილი. მზარდია უზბეკეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობაც, მათ შორის, ისეთ მიმართულებებში,  როგორიცაა უძრავი ქონება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და ვიზიტორთა ზრდის დინამიკა. უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ l კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი

12.08.2026.19:54

ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სამშენებლო სამუშაოებს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა ადგილზე გაეცნენ.

როგორც Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფოს ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომელთაც კომპანია სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს.

„ჩვენ აქ ვართ, რათა ავაშენოთ ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს სურს. ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს იმას, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯეფექტური გავხადოთ“, - განაცხადა ტიმ დევოლდერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა