მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

16 ივნისიდან „კრისტალი“ ახალი საბანკო პროდუქტების შეთავაზებას იწყებს

news image

16 ივნისიდან „კრისტალი“ საბანკო პროდუქტების შეთავაზებას იწყებს. როგორც მიკრობანკის გენერალური დირექტორი ილია რევია აცხადებს, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ „კრისტალი“ გადამწყვეტი ცვლილებების გზაზეა, რაც ბანკის შესაძლებლობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

„მიკრობანკად ტრანსფორმაციისთვის დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდით. საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ და პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. 16 ივნისიდან უკვე გავუშვებთ ახალ  სერვისებს და ჩვენს მომხმარებელს საკმაოდ საინტერესო და მათზე მორგებულ პროდუქტებს შევთავაზებთ.

ტრანსფორმაციისთვის ფარგლებში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ: შეიცვალა ტექნოლოგიები, მიდგომები, საჭირო გახდა ახალი ცოდნის მიღება, დავიმატეთ გუნდის ახალი წევრები. განსაკუთრებით ბევრი სამუშაო გავწიეთ რისკების მართვის მიმართულებით, ტექნოლოგიური განვითარებისთვის და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კრისტალი საბანკო ოპერირების ამ მნიშვნელოვან ეტაპს კარგად მომზადებული ხვდება. ცხადია, აქ ჩვენი გუნდის წევრების დამსახურება ძალიან დიდია. აქვე, მადლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც აქტიურად გვიჭერდა მხარს ამ მნიშვნელოვან პროცესში,

16 ივლისიდან რეალურად ჩვენ ბაზარს შევთავაზებთ დაფინანსების უფრო მეტ შესაძლებლობებს.  მიკრო და მცირე მეწარმეებზე ლიმიტის ზრდა 1 მლნ ლარამდე - ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის იყო მომხმარებელთან სიახლოვე, მომხმარებლების ბიზნესის სწორი აღქმა და გაგება, რისკების შეფასება. ვგეგმავთ სერვისების გაციფრულებას, ახალი სერვისების და პროდუქტების დამატებას და ამ სიახლეებს ეტაპობრივად გავაცნობთ ჩვენს მომხმარებლებს “, - აცხადებს ილია რევია.

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მრავალფეროვან, თანამედროვე, ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.

 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა