Galt & Taggart-მა 2025 წლის ფულადი გზავნილების პროგნოზი გაზარდა
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 6,2%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„სებ-ის მიხედვით, 2025 წლის აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 6.1%-ით გაიზარდა 295.5 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 3.9%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+14.2%, მთლიანის 46.3%), აშშ-დან (+16.6%, მთლიანის 18.3%), ისრაელიდან (+11.4%, მთლიანის 7.5%), თურქეთიდან (+6.4%, მთლიანის 2.9%) და ყირგიზეთიდან (+40.3%, მთლიანის 2.6%). ამასთან, აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-18.9%, მთლიანის 13.5%) და ყაზახეთიდან (-41.6%, მთლიანის 2.4%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 0.8%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ჩვენი პროგნოზით ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, რაც გაზრდილია წინა ნაპროგნოზები 3.2 მლრდ აშშ დოლარიდან“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
11.05.2026.15:57
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.