მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.5
0.0347
flag
AZN 1.5375
-0.0004
flag
CNY 38.79
0.0026
flag
EUR 3.0349
0.0084
flag
GBP 3.5454
0.008
flag
KZT 56.61
-0.0003
flag
TRY 0.0545
-0.0001
flag
USD 2.6138
-0.0007
news banner

2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა - ზრდა გლობალურ ტემპს თითქმის ორჯერ აღემატება, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა პანდემიამდე დონეს რეალურ განზომილებაში 45%-ით უსწრებს - სოსო არჩვაძე

news image
mbc image

2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ვექტორს, რითაც უზრუნველყოფილი იქნა მისი ზრდა 6.6 პროცენტით (იანვარ-აგვისტოში - 7.9 პროცენტით), რომელიც დაახლოებით 1.7-ჯერ აღემატება გლობალური მასშტაბით ზრდის შესაბამის ტემპს. ზრდა უზრუნველყო ეროვნული მეურნეობის დარგებმა, სადაც იქმნება სამამულო პროდუქტის დაახლოებით 83 პროცენტი - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, ეკონომიკური წინსვლა ძირითადად ბიზნეს-სექტორის განვითარებამ უზრუნველყო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წლის აგვისტოში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 2317 ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ზე მეტია. 

„ 2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ვექტორს, რითაც უზრუნველყოფილი იქნა მისი ზრდა 6.6 პროცენტით (იანვარ-აგვისტოში - 7.9 პროცენტით), რომელიც დაახლოებით 1.7-ჯერ აღემატება გლობალური მასშტაბით ზრდის შესაბამის ტემპს. ზრდა უზრუნველყო ეროვნული მეურნეობის დარგებმა, სადაც იქმნება სამამულო პროდუქტის დაახლოებით 83 პროცენტი.

2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა თავისი მასშტაბით პანდემიამდე 2019 წლის დონეს რეალურ განზომილებაში 45.3 პროცენტით აღემატება, რაც გლობალური ეკონომიკის ზრდის ანალოგიურ მაჩვენებელს (+16.3%) 2.8-ჯერ უსწრებს. ბოლო 6 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის მატების საშუალო წლიური მატების ტემპი გლობალური ეკონომიკის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატებოდა.
ინფლაციამ, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან, 4.6 პროცენტი შეადგინა, რაც წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 29 თვის მანძილზე (2023 წლის მარტის შემდეგ). ამასთან, წინა თვესთან შედარებით აგვისტოში ფასების საერთო დონე საქართველოში გაიზარდა მხოლოდ 0.3 პროცენტით. შედარებისათვის: 2025 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, სამომხმარებლო ფასებმა აშშ-ში მოიმატა ასევე 0.3 პროცენტით, ხოლო ევროკავშირში - 0.1 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 თვეა (2024 წლის ოქტომბრიდან) ინფლაციის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან მზარდი პროგრესიით ხასიათდება (ყოველი მომდევნო თვის წლიური ინფლაციის ტემპი აღემატება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს).

305 დასახელების საქონელ-წარმომადგენელიდან, რომელთა მიხედვითაც ხდება ინფლაციის გაანგარიშება, 2025 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები შემცირდა 102-ზე, უცვლელი დარჩა 15, ხოლო გაიზარდა 188 დასახელების საქონელზე.

აგვისტოში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 149 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ - 15.3 მლრდ. ლარი (+9.0%) შეადგინა.

2025 წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 2.0 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ფაქტობრივად შეესაბამება 2003-2004 წლების საშუალო წლიურ მაჩვენებელს. ექსპორტის აბსოლუტური შემცირების პირობებში (2025 წ. აგვისტოში: - 5.9%), ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც გლობალური დაძაბული ვითარებისა და ვოლატილობის ფონზე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია; ადგილობრივი ექსპორტის საშუალო სადღეღამისო ამჟამინდელი მაჩვენებელი 2023 წლისას 2.0 მლნ. აშშ დოლარით (+30.4%-ით) აღემატება.
2025 წლის აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის 15.7 მლნ. აშშ დოლარით მატების პირობებში ექსპორტი იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან საქართველოს უშუალო სახმელეთო მეზობლები (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია) ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 24.0 პროცენტით (+31.6 მლნ. აშშ დოლარი), რაც ადასტურებს ქართული პროდუქციის გლობალურ ბაზრებზე უფრო აქტიურ გასვლას, გეოგრაფიის გაფართოებას და მზარდ კონკურენტუნარიანობას.

ამჟამად, საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან 4-თან საქართველოს ექსპორტი აღემატება იმპორტს (ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი), 6-თან კი (თურქეთი, აშშ, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო) პირიქით - იმპორტი აჭარბებს ექსპორტს.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წელს რეკორდულ დონეზე არაა, მათი თანაფარდობა ქვეყნის სამამულო პროდუქტთან 3.3-ჯერ აღემატება ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს (4.49% vs. 1.35%), რაც საქართველოს ეკონომიკის გახსნილობასა და საინვესტიციო მიმზიდველობის მაღალ პოტენციალზე მიუთითებს.

იანვარ-აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.5 მილიარდი დოლარით შეავსო - ეს საგრძნობლად აღემატება ეროვნული ბანკის 2008 წლის მთლიანი რეზერვების მოცულობას.

2025 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 321.5 მლნ. აშშ დოლარი (+10.7), ხოლო წმინდა ტრანზაქციებმა - 285.9 მლნ. აშშ დოლარი (+11.0%) შეადგინა. მეხუთე თვეა (2025 წლის აპრილიდან) ტრანზაქციების მატების ტემპს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ორნიშნა გამოხატულება აქვს და ეს მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება რუსეთიდან ტრანზაქციების კლება (იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ტრანზაქციები შემცირდა 105.2 მლნ. აშშ დოლარით - ანუ 25.7 პროცენტით).

იმავდროულად, დანარჩენი მსოფლიოდან, შეინიშნება ტრანზაქციების სტაბილური, ორნიშნა ზრდა (იანვარ-აგვისტოში: + 12.7%, აგვისტოში: +13.0%). მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში აბსოლუტური მოცულობით რუსეთიდან შემცირებულ ტრანზაქციებს 2.2-ჯერ და მეტად აღემატებოდა დანარჩენი მსოფლიოდან განხორციელებული ტრანზაქციების ნამატი (მლნ $: -105.2 vs. +233.. რუსეთის გარდა დანარჩენი მსოფლიოდან საქართველოში შემოსული ტრანზაქციების 2/3-ზე მეტი (67.6%) ქართული შრომითი ემიგრაციით ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობის 5 ქვეყანაზე (აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი) მოდიოდა.

ეკონომიკის ზრდა ვლინდება როგორც ეკონომიკის დარგობრივ და რეგიონულ, ისე სექტორალურ ჭრილში. კერძოდ, ეროვნული მეურნეობის ზრდაში სულ უფრო თვალსაჩინო როლს ასრულებს ბიზნეს-სექტორი, რომლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკის როგორც რეალური, ისე ნომინალური ზრდის ტემპებს. ეკონომიკის მატების 85 პროცენტზე მეტი სწორედ აღნიშნულ სექტორზე მოდიოდა. ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 3.3 პროცენტით (საშუალოდ ეროვნულ მეურნეობაში - 2.3%-ით); შესაბამისად, დაქირავებით დასაქმებულთა ზრდამ შეადგინა 2.9 პროცენტი (მთლიანად ეროვნულ მეურნეობაში - 0.5%).

მთლიანობაში, გაზრდილი ანაზღაურებისა (საშუალო თვიური ხელფასი: 2317.6 ლარი; წინა წელთან: +10.1%) და დასაქმების ხარჯზე, თვეზე გადაანგარიშებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულებმა მიიღეს დამატებით 2.4 მლრდ. ლარის შემოსავალი, რაც საქართველოს დაახლოებით 90 ათასი შინამეურნეობის წლიური შემოსვლების ეკვივალენტური თანხაა!

საშუალო ხელფასი ბიზნეს-სექტორში ეროვნულ მეურნეობაში არსებულ საშუალო ხელფასს 105.6 ლარით (4.8%-ით) აღემატება.

როგორც მთლიანად ეკონომიკის, ისე ბიზნეს-სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის ზრდის მაღალი ტემპები მიღწეულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბოლოდროინდელი შემცირების ფონზე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა სულ უფრო მეტად ხდება ქვეყნის შიდა (ენდოგენური) ფაქტორების ხარჯზე, სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებით.

მსოფლიო ბანკის მიიერ წარმოებული გლობალური მმართველობის მონიტორინგის ინდიკატორებით, საქართველო მსოფლიოს 2013-დან 50 საუკეთესოს შორის მოხვდა მთავრობის ეფექტიანობის ინდექსით, გადაუსწრო რა აღნიშნული მაჩვენებლით ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ამასთან, მთავრობის ეფექტიანობის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია, ხოლო მთავრობის ეფექტიანობის შეფასების წლიური პროგრესით - ევროპაში მესამე ადგილზე.

EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა) საქართველოს ეკონომიკის ზრდის ადრინდელი (მაისის) პროგნოზი 1 პუნქტით - 7 პროცენტამდე გაზარდა. აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება როგორც სამეზობლო ქვეყნების (რუსეთი: +1.5%, აზერბაიჯანი: +2.5%, თურქეთი: +3.5%, სომხეთი: +4.5%,) ისე ევროკავშირისა (+1.2%) და გლობალური ეკონომიკის (+3.0%) ანალოგიურ მაჩვენებლებს.

ყოველივე ამის მიღწევის შესაძლებლობა ეფუძნება სახელმწიფოს მხრიდან არსებული რესურსების ოპტიმალურ გამოყენებასა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოებრივი ხედვებისა გაძლიერებასა და საგადასახადო კულტურის ამაღლებას.“ - წერს არჩვაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

30.07.2026.12:47

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.

მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა