მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

2026 წლის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი მომსახურების არეალი და დავამატოთ ახალი სერვისები - Kursi.ge

news image
mbc image

2026 წლის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი მომსახურების არეალი და დავამატოთ ახალი სერვისები, რათა მომხმარებლებისთვის Kursi.ge-ს მომსახურება უფრო კომფორტული გახდეს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა ნინო კუპრაშვილმა განაცხადა. Kursi.ge-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ 2026 წელს იგეგმება როგორც ახალი ვალუტების დამატება, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.

„რა თქმა უნდა, ვაპირებთ ახალი ვალუტების დამატებას - ლირა და იუანი ის ვალუტებია, რომელთა დამატებას ამ ეტაპზე აქტიურად განვიხილავთ. ასევე ვგეგმავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას. განვიხილავთ როგორც დსთ-ის სივრცის ქვეყნებს, ასევე ისეთ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროზონასა და ევროკავშირში, რადგან იქ კონვერტაციის საჭიროება ბევრად უფრო მაღალია. ამ ეტაპზე შერჩეული გვაქვს სამი ქვეყანა, რომელთაგან ერთ-ერთში 2026 წელს შესვლა ძალიან გვინდა“, - აცხადებს ნინო კუპრაშვილი.

Kursi.ge-ს დამფუძნებელი 2025 წელს კომპანიის ოპერირებას წარმატებულად აფასებს და აცხადებს, რომ Kursi.ge-მ მომხმარებლებს უკვე 20 მლნ ლარზე მეტი დააზოგინა.

„2025 წელი ჩვენთვის აქტიური ზრდის წელი იყო. დღეისათვის გვყავს 120 ათასზე მეტი მომხმარებელი, აქედან 5 ათასზე მეტი კომპანიაა, ხოლო დანარჩენი ფიზიკური პირები არიან. მომხმარებლებს 20 მლნ ლარზე მეტი დავაზოგინეთ, რაც ძალიან გვეამაყება. ბაზარზე შეიქმნა რეალური კონკურენციის მაგალითი და მომხმარებლებს ხელსაყრელი კურსის მიღება შეუძლიათ როგორც ვალუტის ყიდვის, ისე გაყიდვის დროს.

2025 წელს ასევე ჩავუშვით აპლიკაცია, რომელიც ამ ეტაპზე ტესტირების რეჟიმშია, თუმცა ყველა მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ჩამოტვირთოს და ისარგებლოს Kursi.ge-ს აპლიკაციით. აპლიკაციის ფარგლებში მუშაობს ღია ბანკინგიც, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს ერთი კლიკით შეუძლიათ თანხის გადმორიცხვა და დაპირებისამებრ 15 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში დაკონვერტირებული ვალუტის მიღება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ ბაზარზე მოხდა და რაც ჩვენი მიღწევაცაა, ის არის, რომ სებ-მა ივლისში გამოსცა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ონლაინ სავალუტო ვაჭრობა ცალკე, ლიცენზირებადი მიმართულებაა. Kursi.ge-მ ეს ლიცენზია პირველად მიმდინარე წლის ოქტომბერში მიიღო, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ეს ინდუსტრიის ახალი მიმართულების ჩამოყალიბებას ნიშნავს და გვჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯები მომხმარებლებისთვის ვალუტის ონლაინ კონვერტაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, - აცხადებს Kursi.ge-ს დამფუძნებელი.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა