მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

news image

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ლიმიტ და სტოპ დავალებები დაემატა. ახლა უკვე შეგიძლია აქციები  შენთვის სასურველ ფასად იყიდო ან გაყიდო - ბაზარზე მუდმივი დაკვირვების გარეშე. 

ლიმიტ და სტოპ ორდერების მეშვეობით, წინასწარ შეარჩევ აქციის სასურველ ფასს და როგორც კი ბაზარზე მითითებული ნიშნული დაფიქსირდება, ყიდვის  ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება

ლიმიტის დავალება - იყიდე და გაყიდე აქციები შენს მიერ შერჩეულ ფასად


ლიმიტის დავალება გაძლევს საშუალებას, მიუთითო ფასი, რომელშიც გსურს აქციის შეძენა ან გაყიდვა. როცა ღირებულება ზუსტად შენ მიერ მითითებულ ნიშნულს მიაღწევს, ყიდვის ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება მითითებული ან უკეთესი ფასითაც კი. ეს დაგეხმარება, აქციები შენთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინო ან გაყიდო ისე, რომ ბაზარზე მუდმივი დაკვირვება არ დაგჭირდეს 

სტოპ დავალება - დააზღვიე ინვესტიცია რისკებისგან 

სტოპ დავალება გეხმარება წინასწარ განსაზღვრო მინიმალური ფასი, რომელზეც აქციების გაყიდვა გინდა. როგორც კი ბაზარზე შენ მიერ მითითებული ფასი დაფიქსირდება, გაყიდვის დავალება ავტომატურად გააქტიურდება და ტრანზაქცია შესრულდება იმ მომენტისთვის არსებულ ფასად. სტოპ დავალება საშუალებას გაძლევს, შეამცირო რისკები და დაიცვა პორტფელი ბაზრის მკვეთრი მერყეობის პირობებში. შესაბამისად, როცა ფასი შენ მიერ მითითებულ ზღვრებს უახლოვდება, სტოპ დავალება მოქმედებას იწყებს, რათა ინვესტიცია არ შეგიმცირდეს იმაზე მეტად, ვიდრე განსაზღვრული გაქვს 

გაიმარტივე ინვესტირება თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე: https://app.tbcbank.ge/YiId/chj86sn2 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა