დღეს ბანკი „კრისტალი“ ბევრად უფრო მეტ არჩევანს აძლევს თავის მომხმარებლებს - არჩილ ბაკურაძე
„კრისტალის“ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბუნებრივი ევოლუცია მოხდა და 26 წლის მერე ჩვენ მოვიპოვეთ საბანკო ლიცენზია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, მიკრობანკი „კრისტალი“ დღეს არის უფრო კარგ მდგომარეობაში ვიდრე ადრე, რადგანაც მას ბაზარზე სხვადასხვა პროდუქტების გამოტანა შეუძლია, რასაც ბანკის წარმატებით ახორციელებს კიდეც.
„მოგეხსენებათ, „კრისტალი“ აქამდე იყო სესხზე ორიენტირებული კომპანია, მაგრამ ფინანსური ჩართულობა და ფინანსური წარმატება დამოკიდებულია არამხოლოდ სესხზე, არამედ სხვა პროდუქტებზეც, როგორიც არის მაგალითად დანაზოგები, გზავნილები, გადახდები, დაზღვევა და ბევრი სხვა პროდუქტი. საბანკო ლიცენზიიის მიღების შემდეგ, „კრისტალი“ არის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, რომ თავის მომხმარებლებს მისცეს უფრო მეტი არჩევანი. ამ დრომდე კარგი ზრდა გვაქვს: ყოველთვიურად ირთვება ახალი სერვისები, ახალი პროდუქტები. ლიცენზიის მიღების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო ვმუშაობთ აქტიურად, პოზიტიურ რეჟიმში“, - განმარტავს მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
არჩილ ბაკურაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბიზნეს აქტივობა ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილია და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა წლის ბოლოს სექტორს საკმაოდ კარგი ზრდა ექნება.
„ჯერ ადრეა შედეგებზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს უკვე გვექნება გარკვეული სურათი. თუმცა ზრდა ნორმალურია. წლის დასაწყისი იყო გარკვეულწილად რთული, რადგანაც პოლიტიკურმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა ბიზნეს აქტივობაზე, მაგრამ ვხედავთ ძალიან მდგრად აღდგენას, მათ შორის ტურიზმში. და ვფიქრობთ, რომ თუ ასე გაგრძელდა წელი იქნება საკმაოდ წარმატებული.
ჩვენს დონეზე რაც ჩანს აქტივობა ძალიან დიდია. მარტი-აპრილი იყო ძალიან სერიოზული აღდგენა და დიდი მოთხოვნაა სერვისებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ. მათ შორის იზრდება ჩვენი დეპოზიტის ტიპის პროდუქტები, რომელიც „კრისტალს“ გამოაქვს. ძალიან დიდი მოთხოვნაა მათზე. ზოგადად ეკონომიკურად ძალიან აქტიური პერიოდი იქნება. თუ ასე გაგრძელდა ზაფხული და როგორც წესი შემოდგომა ყოველთვის აქტიურია ჩვენს სექტორში კარგი ზრდა გვექნება. იცით, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც ძალიან კარგია, ამიტომ სექტორიც მისი ერთ-ერთი მამოძრავებელი იქნება“, - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.
აღსანიშნავია, რომ მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მრავალფეროვან, თანამედროვე, ინოვაციურ, მწვანე ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს და მათ ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფს.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
11.05.2026.15:57
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.