პაუელი ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობის საფრთხეზე საუბრობს - TBC Capital
კვირას გამართულ კონფერენციაზე, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ განცხადება, რომ იუსტიციის დეპარტამენტის უწყვეტობა მიიღო. სისხლის სამართლის გამოძიება სენატში პაუელის მიერ მიცემას ჩვენებას ეხება, რომელი ფედერალური რეზერვის შენობების რემონტის უკავშირდებოდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
ჯერომ პაუელმა იუსტიციის დეპარტამენტის ქმედებებს „უპრეცედენტო“ უწოდა და გააფრთხილა საზოგადოება, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა შეიძლება სახელმწიფოს ქვეშ იყოს.
„საკითხი ისააა, შეძლებს თუ არა ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთების მტკიცებულებებსა და ეკონომიკურ პირობებზე დაყრდნობით დადგენას, თუ მონეტარულ პოლიტიკას პოლიტიკური ზეწოლა და დაშინება“ წარმართავს,“ - განაცხადა პაუელმა.
ორშაბათს აშშ-ს ბაზარზე ინვესტორთა უარყოფითი რეაქციების ნიშნები ჩანს.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.