კაპიტალის ბაზრის ზომა ყოველწლიურად ორმაგდება - ეკატერინე მიქაბაძე
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველწლიურად ორმაგდება კაპიტალის ბაზრის ზომა, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ჩართულობა ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია.
„საზედამხედველო ჩარჩო სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. პრაქტიკულად ყველა ევროკავშირის დირექტივა ამ მხრივ იმპლემენტირებულია, რაც რა თქმა უნდა კაპიტალის ბაზრის ნდობას ინვესტორების მხრიდან, ისევე როგორც ემიტენტების მხრიდან ზრდის. რაც შეეხება უკვე ძალაში შესულ კანონებს, მათი შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვებაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე ბანკი აქტიურად განიხილავს კონკრეტულად ქავერ ბონდების გამოშვებას და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ ბაზარზე უკვე ამ ფაქტსაც აღვნიშნავთ“, - ამბობს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ქავერ ბონდების გამოშვება სავარაუდოდ წლის ბოლოს მოხდება.
„ალბათ უფრო წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება, ყველაზე უარეს ვარიანტში შემდგომი წლის დასაწყისში ჩვენ ვიხილავთ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე იპოთეკით დაცული ობლიგაციების განთავსებას“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
11.05.2026.15:57
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.