ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან. შეხვედრები ასევე გაიმართა საკრედიტო სარეიტინგო კომპანიებთან და ინვესტორებთან.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ხაზი გაესვა მონეტარულ და ფისკალურ სტაბილურობასა და სიძლიერეს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი დაბალ დონეზე ნარჩუნდება.
შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. გარდა ამისა, საუბარი მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს შეეხო.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძე.
21-26 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა
08.07.2026.17:23
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
„ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ჯგუფის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ და კერძო სექტორთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, ინვესტორთა მზარდი დაინტერესება საქართველოს და რეგიონის ბაზრებით. აღინიშნა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებით რეფინანსირება. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის მაისში, სადებიუტო სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების შესახებ.
ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახორციელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და მიღწევები, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.