მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე - TBC Capital

news image
mbc image

ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე. აღნიშნულის შესახებ თიბისი კაპიტალი ყოველკვირეულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვას აქვეუნებს. 
 

გლობალურად მომატებული გაურკვევლობა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო ტარიფების დაწესებამ და სხვა მსხვილი ეკონომიკების საპასუხო, თუმცაღა სხვადასხვაგვარმა, ზომებმა, გასულ თვეში მნიშვნელოვნად შეცვალა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები. ვინაიდან ნაკლებსავარაუდოა რომ პროტექციონიზმისკენ გლობალურმა გადახრამ რომელიმე ცალკეულ ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედოს, ეკონომიკური ზრდის მოლოდინები შემცირდა, ხოლო საინვესტიციო მოთხოვნამ შედარებით უსაფრთხო აქტივებისაკენ გადაინაცვლა, რამაც ოქროს ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდა განაპირობა. მეორე მხრივ, გლობალური რეცესიის შიშების გამო, აშშ დოლარისა და ნავთობის ფასები შემცირდა, რაც მიმდინარე მოვლენების არაპირდაპირ ეფექტებზე აქცენტის გაკეთების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის დაწესებული პოლიტიკის გადახედვის ან სულაც გაუქმების შესაძლებლობაც.
 

სავარაუდო გავლენა საქართველოზე სატარიფო პოლიტიკის გამოცხადებული სახით შენარჩუნების შემთხვევაში - ზომიერად უარყოფითი ეფექტი ზრდაზე, ხოლო ლარის კურსისთვის ამ ეტაპზე პოზიტიური, თუმცა პოტენციურად ნეგატიური შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სავაჭრო ტარიფების დაწესების შედეგად, ყველაზე მეტად ევროკავშირი - საქართველოში სავალუტო შემოდინებების უდიდესი წყარო, ჩინეთი, ისრაელი და თავად აშშ დაზარალდებიან. თუმცა, გლობალური მოთხოვნის შემცირებით გამოწვეული ეფექტები საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორებზეც უარყოფითად აისახება, მათ შორის ნავთობზე დამოკიდებულ ეკონომიკებზე. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოდინებების დივერსიფიკაცია ხელს უწყობს საქართველოს მდგრადობას გარე შოკების მიმართ, ჩვენი შეფასებით, პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შემცირება საქართველოს ზრდასაც დაახლოებით 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
 

მეორე მხრივ, ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული დეზინფლაციური ეფექტი სწრაფად გახდება შესამჩნევი და წლიური ინფლაცია უკვე მომდევნო თვეში 0.1-0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო თუ გლობალური ფასები უცვლელი დარჩება, ეფექტი პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტსაც მიაღწევს.
 

რაც შეეხება ლარს, ვფიქრობთ, პოტენციური ეფექტები მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში განსხვავებული იქნება. კერძოდ, დოლარის გლობალურად დასუსტების მყისიერი ეფექტი ლარისთვის მკვეთრად პოზიტიურია - ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ მყარდება, სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარებამ კი ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მცირედით დასუსტებაც გამოიწვია. თუმცა, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, სავაჭრო პარტნიორებიდან მოთხოვნისა და, შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების შემცირება, ლარისთვის გარკვეული უარყოფითი ეფექტების წარმოშობასაც მოასწავებს.
 

ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია - საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე ორიენტირება მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა. ტარიფების პოლიტიკა და აშშ დოლარის მიმართ მოლოდინების გაუარესება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ბაზრის განწყობები ხშირად მნიშვნელოვნად იცვლება, რის საპირწონედაც ჩვენი რჩევა მოკლევადიან რყევებზე ზედმეტი აქცენტის გაკეთებისგან თავის შეკავება და უფრო მეტად საშუალო და გრძელვადიანი ინდიკატორების გათვალისწინებაა. მაგალითისათვის, 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ევრო თავის წონასწორულ ნიშნულთან შედარებით გაუფასურდა, მართალია დამატებით დასუსტებას ვერ გამოვრიცხავდით, თუმცა გრძელვადიან შეფასებაზე დაყრდნობით, ჩვენი რჩევა ევროში ნაკლები სესხის აღება იქნებოდა. შესაბამისად, ევროზონის ვალუტის ამჟამინდელი გამყარება ამ მომენტისთვის ევროში მეტი სესხის აღების მომგებიანობაზე მიანიშნებს, თუმცაღა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ რომ ევრო/დოლარი, თავის გრძელვადიან ტრენდთან შედარებით, ჯერაც სუსტი რჩება. საილუსტრაციოდ, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის წარმოდგენილი ჩარჩო, საქართველოს კორპორატიულ სექტორში, 2013 წლიდან დღემდე 8 მილიარდი ლარის პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. შედარებისათვის, საქართველოში კორპორატიული სესხების მოცულობა 22 მილიარდი ლარის ექვივალენტია.

 

მიმდინარე დინამიკა საქართველოში – უახლესი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მიუთითებს, ეროვნული ბანკი კი რეზერვების შევსებას უკვე უფრო მოცულობითი ინტერვენციებით ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ბოლო მოვლენებმა საქართველოს ზრდის განტოლებაში საგარეო კომპონენტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ამასთან, რას გვიჩვენებს ეკონომიკური აქტივობის უახლესი ინდიკატორები? 
 

მარტსა და აპრილში გაუმჯობესება იკვეთება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და უნაღდო დანახარჯებში, მათ შორის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე, თუმცა, ჩვენი შეფასებით, მიგრანტების ხარჯები მარტში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ შედარებით შემცირდა. ექსპორტის ზრდას ძირითადად კვლავ რე-ექსპორტი განაპირობებს, ხოლო ფულადი გზავნილების მხრივ, მარტში, რუსეთიდან მიღებული გზავნილების მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც კი, 4%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა იმპორტის აღდგენის გამო, ხოლო დეპოზიტების სავალუტო კონვერტაციების დინამიკა ბოლო პერიოდში მეტნაკლებად ლარისთვის პოზიტიური გახდა. შესაბამისად, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან შეფასებებზე დაყრდნობით, ლარი, წონასწორულ ნიშნულებთან შედარებით, უფრო სუსტია. ზემოხსენებულმა ფაქტორებმა, აშშ დოლარის გლობალურ დასუსტებასთან ერთად, რეზერვების შესავსებად უფრო მოცულობითი ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომელმაც მარტში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 102 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო აპრილში განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, ჩვენი შეფასებით, კიდევ უფრო დიდი იქნება. ამ ფონზე, თუკი სამომავლოდ აშშ დოლარი კიდევ უფრო მკვეთრად არ გაუფასურდება, ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ გაუმჯობესებული სავალუტო ნაკადები სებ-ის საერთაშორისო რეზერვების შევსებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე ლარის მნიშვნელოვან გამყარებას. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა