მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

Global Finance-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება სამომხმარებლო და კორპორატიულ AI ბანკის კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა

news image
mbc image

Global Finance-ის ჯილდო “AI In Finance” ორ რაუნდად გაიმართა. პირველ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთესო ფინანსური კომპანიები ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით, მეორე ეტაპზე კი ჯილდოს გლობალური გამარჯვებულები დასახელდნენ.

მეორე რაუნდში გამარჯვებულ ბანკებს შორის მოხვდნენ DBS Bank-ი, Citi, CTBC და სხვა მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები.

World’s Best Digital Banks 2025-ისა და AI In Finance Awards-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკს Global Finance-ისგან ჯამურად ათი ჯილდო გადაეცა, აქედან AI in Finance დაჯილდოების ფარგლებში, სოლოს მიმართულებამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

SOLO მომსახურების მიზნობრივი მომხმარებლების იდენტიფიცირებისთვის შექმნილმა AI მოდელმა Global Finance-ის მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

SOLO-ს ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელს სოლო მომსახურებისთვის მიზნობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის იყენებს. პროექტის ფარგლებში შემუშავებული AI მოდელი აანალიზებს მონაცემთა დიდ მოცულობას, რათა ზუსტად განსაზღვროს ის მომხმარებლები, ვისთვისაც SOLO-ს პერსონალიზებული მომსახურება ყველაზე აქტუალური და საჭიროა. მანქანური დასწავლის ალგორითმების მეშვეობით, SOLO-მ შეძლო ტრადიციული მარკეტინგული მიდგომების დახვეწა და რესურსების ეფექტურად წარმართვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი მომხმარებლის იდენტიფიცირებაზე დახარჯული დრო და ძალისხმევა, რამაც გაზარდა ოპერაციული ეფექტურობა და მოგვცა შესაძლებლობა, დაზოგილი დრო მომხმარებლებზე მეტ ზრუნვას დავუთმოთ.

SOLO მომხმარებელმა კი, რომელსაც რეალურად ესაჭიროებოდა პრემიუმ საბანკო მომსახურება, პროაქტიურად მიიღო მათზე მორგებული, პერსონალიზებული შეთავაზებები. ამან გაზარდა მათი კმაყოფილება და ლოიალობა ბანკის მიმართ.

თათია ტუღუში, ანალიტიკური პროექტების ლიდი: "ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ინსტრუმენტი, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა. ხელოვნურმა ინტელექტმა მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი რესურსები მივმართოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა. მომხმარებლებს კი შევთავაზოთ არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ მათზე მორგებული გამოცდილება. ეს ჯილდო წარმოადგენს ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომისა და ინოვაციური ხედვის აღიარებას. ჩვენ ვაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების კვლევას, რათა მომავალში კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი სერვისები და შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის."

თინათინ ბრეგვაძე, სოლოს ბიზნესის განვითრების სამსახურის უფროსის მოადგილე: „აღნიშნული ჯილდო განსაკუთრებული აღიარებაა ჩვენთვის, რადგან კონკურენციას ვუწევდით DBS Bank-ი, Citi, CTBC და სხვა მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებს. ხელოვნური ინტელექტის როლი მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორისთვის, რადგან, იძლევა შესაძლებლობას, შექმნას პერსონალიზებული გამოცდილება, გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამაღლოს ოპერაციული ეფექტურობა. SOLO მომავალშიც განაგრძობს ამ ტრანსფორმაციის გზაზე სვლას და მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას.“

აღსანიშნავია, რომ ჯილდოს ფარგლებში, აპლიკანტები მსოფლიო დონის CGI-ს ექსპერტებმა შეაფასეს, ხოლო გამარჯვებულები Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს. 

“Global Finance-ი სიამაყით წარმოგიდგენთ პირველ AI in Finance-ის ჯილდოს გამარჯვებულებს. ჩვენი რედაქციული მიუკერძოებლობისა და სიზუსტის 38 წლიანი მემკვიდრეობა, მსოფლიოს საუკეთესო ბანკების გამოვლენის 26 წლიანი პრაქტიკა და გამოცდილება გვაძლევს საკმარის კვალიფიკაციას იმისათვის, რომ წარმოგიდგინოთ პირველი ჯილდო ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, თუმცა, მას დიდი ზრდის პოტენციალი აქვს. გვჯერა, რომ Global Finance-ის AI in Finance ჯილდო ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას”, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპურო, Global Finance-ის რედაქტორი და დამფუძნებელი. 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფისკალური პოლიტიკა კვლავაც გონივრულად იმართება | IMF მისია

14.11.2026.01:43

მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე არ განიხილება.

  • გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა. ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, ფასებზე ზეწოლამ ბოლოხანს გაფართოება დაიწყო, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

 

  • მაკროეკონომიკური პოლიტიკა ფრთხილი უნდა დარჩეს სამიზნეზე მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გაურკვევლობის გათვალისწინებით. ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების მართვის სფეროში შემდგომი პროგრესი, პროდუქტიულობის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნის რეფორმებთან ერთად, ხელს შეუწყობს ზრდის მდგრადობას და ინკლუზიურობას.


ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 2026 წლის 13 ნოემბერი: ამა წლის 9-13 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ბატონი ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილსში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჰაიდენბერგმა განაცხადა შემდეგი:

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად. 2026 წლის იანვარსექტემბერში რეალური მშპ 7.4 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, და ვაჭრობის სექტორები, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტემპის მოდერაცია შეიმჩნევა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურიზმიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავლებზე და მთლიან ეკონომიკაზე დღეის მდგომარეობით მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოახდინა, თუმცა, ტურისტების ვიზიტები უშუალოდ ომთან დაკავშირებული ქვეყნებიდან შემცირდა. 2025 წელს 7.5 პროცენტით ზრდის შემდგომ, 2026 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტია, ხოლო 2027-ში 5.7 პროცენტი, რაც ნიშნავს რომ ზრდის ტემპი თავის საშუალოვადიან პოტენციურ, 5 პროცენტიან, ზრდის ტემპს თანდათან მიუახლოვდება.

ინფლაცია 2025 წლის მარტის შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება; ხოლო 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტს მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ენერგომატარებლების გაზრდილი ფასები ინფლაციის ძირითადი მამოძრავებელია, ინფლაციური წნეხი გაფართოვდა. საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4 პროცენტი შეადგინა, სადაც ვაჭრობადი საქონლის ინფლაცია იზრდება და მომსახურების სფეროს მომატებული ინფლაცია ნარჩუნდება. ენერგომატარებლების ფასის ზრდის ეფექტის გალევასთან ერთად ინფლაციის ტემპი შემცირდება, მაგრამ, ახლო მომავალში, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თარგეთს ზევით შენარჩუნდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე ამა წლის მაისში გაზარდა და მას შემდეგ იგივე დონეზე შეინარჩუნა. თუ ინფლაცია ადრე ნავარაუდევზე მეტად გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იქნება საჭირო ინფლაციის თარგეთთან დასაბრუნებლად. მონეტარული პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ მეორე რაუნდ ის ეფექტები და ინფლაციის მოლოდინები.

საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.5 პროცენტამდე შემცირდა, ძლიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის და მთლიანი იმპორტის ნაკლებ ინტენსიური ზრდის გამო. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რამეთუ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს უცხოური ვალუტის შესაძლებლობისთანავე შესყიდვებს, ძლიერი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის და დიდი ფინანსური შემოდინებების პირობებში. რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეეფერება გარეშე შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობას და გაცვლითი კურსის მოქნილობას.

ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო გაურკვევლობა მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს. შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, - შესაძლოა მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.

ფისკალური პოლ იტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტიმშპ-ს 1½ პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 33 პროცენტამდე დაიკლებს. ბიუჯეტით გათვალისწინებულზე დაბალი დეფიციტი განპირობებულია შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებითა და კაპიტალური ხარჯების აუთვისების დაგვიანებით, ისევე როგორც 2025 წელს, რითაც სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება გვიანდება. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ს 2,5%-ის ოდენობით და გულისხმობს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასების და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. შესყიდვების კონტრაქტების დახვეწა და პროექტების მზაობის უკეთესი მაჩვენებელი ხელს შეუწყობს 2027 წელს კაპიტალური ბიუჯეტის უფრო დროულ შესრულებას, თუმცა განხორციელების რისკები ნარჩუნდება. ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს მიზნობრივი, იცავდეს მოწყვლად ოჯახებს და არ გულისხმობდეს ისეთ ფართომასშტაბიან ჩარევებს, რომლებიც გაზრდის ფისკალურ ხარჯებს და შეცვლის ფასების სიგნალს ბაზრისთვის.

საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკები კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა მაღალია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით. სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის - ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება.

ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია, ხოლო ბევრ დასაქმებულს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი უფრო პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვით.უნარების შეუსაბამობის შემცირება, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, უკეთეს სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ზოგადად, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლოხანს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს. ეს ცვლილებები ნერგავენ კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებენ სებ-ის მმართველი საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის კვალიფიკაციის კრიტერიუმებს. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან მოვუწოდებთ მიიღონ ზომები, რომ სებ-ის მმართველ საბჭოში არამმართველი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგსა და ფინანსურ ზედამხედველობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით, ახლახან მიღებული სახელმწიფო საწარმოების სამოქმედო გეგმა შემდგომი რეფორმების საფუძველს ქმნის. მნიშვნელოვანი იქნება მისი ეფექტიანი განხორციელება. კორპორაციული მართვისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ უნდა იმუშოს ფინანსებზე წვდომის კუთხით ბაზრის ხარვეზების შემთხვევებში, და შექმნას ისეთი პირობები, რომ თავი აარიდოს კერძო დაფინანსების ჩანაცვლებას პროექტებში და ფისკალური რისკების შექმნას.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს გულითადი მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს, ვიცეპრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს. 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2027 წლის აპრილში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა