საქართველო აღიქმება ინოვაციისა და განვითარების ლიდერად მომავალი თაობის ფინანსურ სისტემაში - ბობ უორდროპი
გლობალურად ვხედავთ ტენდენციას ფინანსური ინტეგრაციისკენ, რომლებიც საშუალებას იძლევა გადახდები განხორციელდეს ახალ ფორმებში, - ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ბობ უორდროპმა განაცხადა, რომელიც თბილისის ფინანსური სამიტის მონაწილე იყო.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოს დედაქალაქში გამართული „თბილისის ფინანსური სამიტი“ მსოფლიო ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის პლატფორმად იქცა.
„ჩემი აზრით, სამიტი საქართველოსთვის მართლაც წარმატებული იყო. ვფიქრობ, შუა კორიდორის განვითარებასთან ერთად, რამდენიმე ქვეყანა იქმნება, რომლებსაც მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ისინი შეძლებენ სხვა ქვეყნები გააერთიანონ და საერთო ინტერესის საკითხებზე მსჯელობა წარმართონ. მე ამას ვხედავ სხვა რეგიონებშიც, სადაც გარკვეულ ქვეყნებს შეუძლიათ დანარჩენი ქვეყნები რეგიონის ფარგლებში მოიცვან, რაც მათ მნიშვნელოვან როლსა და პოზიციას აძლევს რეგიონის პროცესებში. მაგალითისთვის, სინგაპური ძალიან კარგი მაგალითია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, და საქართველო ამ თვალსაზრისით ძალიან კარგ პოზიციაშია.
ხალხი სიამოვნებით ჩამოდის აქ - ქვეყანა შესანიშნავია დროის გასატარებლად: საჭმელი, ღვინო, ასევე გეოგრაფიული მდებარეობა და მთავრობის განვითარების პოლიტიკა საქართველოს იმ მდგომარეობაში წარმოაჩენს, რომ ის აღიქმება ინოვაციისა და განვითარების ლიდერად მომავალი თაობის ფინანსურ სისტემაში.
გლობალურად ვხედავთ ტენდენციას ფინანსური ინტეგრაციისკენ, ახალი, ინოვაციური ინსტრუმენტების განვითარებით, რომლებიც საშუალებას აძლევს გადახდები განხორციელდეს ახალ ფორმებში. ვხედავთ ქვეყნების გადახდის სისტემების ერთმანეთთან დაკავშირებას, სტეიბლკოინების გამოჩენასა და სხვაგვარ, არა ტრადიციულ გზებს, რათა მეტი ადამიანი ჩაერთოს ფინანსურ სისტემაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი პოლიტიკა განვითარდეს რეგულაციების, როგორც ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, და ჩვენ ვხედავთ ამ პროცესის ნიშნებს რეგიონისა და საქართველოს ფარგლებში.
შუა კორიდორი ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, განსაკუთრებით მისი მზარდი მნიშვნელობის გამო. გეოპოლიტიკური გარემო დღეს კორიდორს უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე 5, 10 ან 15 წლის წინ. მე ვარ პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტში და ვასწავლი MBA სტუდენტებს გეოპოლიტიკასა და ფინანსურ რეგულაციებზე - როგორ განსაზღვრავენ გეოპოლიტიკური ფაქტორები სტანდარტებს, რეგულაციებს და როგორ გამოიყურება მომავალი თაობის ფინანსური სისტემა. შესაბამისად, შუა კორიდორის რეგიონი გეოპოლიტიკური პროცესების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, და საქართველო ამ რეგიონში მნიშვნელოვანი როლის მქონეა, როგორც ინოვაციის ლიდერი, ასევე ურთიერთობების კუთხით სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნა ბობ უორდროპმა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის „ფინანსურ სამიტში“ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ტოპ-მენეჯერებმა და ფინტექ ინდუსტრიის წამყვანმა ექსპერტებმა.
სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ორგანიზებული იყო და მასში 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
11.05.2026.15:57
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.