მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი რეკორდული წელი გვექნება - გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი

news image

კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი რეკორდული წელი გვექნება, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კუპრაშვილმა კომპანია „ალმას“ მიერ ობლიგაციების გამოშვების კომენტირებისას.

გიორგი კუპრაშვილის განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დებიუტი, რომელიც წელს ბაზარზე შედგა.

„კაპიტალის ბაზრებს რაც შეეხება წელს ძალიან აქტიური წელია. პირველი ნახევარი შედარებით მცირე აქტივობით გამოირჩეოდა, მაგრამ მეორე ნახევარი ამას აკონპენსირებს და ერთ-ერთი რეკორდული წელი გვექნება. გვყავს ახალი დებიუტანტები ბაზარზე, მათ შორის არის„ ალმა“, რომლის ტრანზაქციაზეც ახლა ვიმუშავეთ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დებიუტი, რომელიც შედგა ბაზარზე და წლევანდელი წლის ყველაზე მსხვილი სავალუტო ემისია. საკმაოდ იშვიათია,  როდესაც დებიუტანტი ამხელა მოცულობით გამოდის ბაზარზე და მიუხედავად ამისა შევძელით, რომ ინვესტორების ძალიან დიდი ინტერესი გვქონოდა - ორივე ტრანში: დოლარის და ევროსი იყო საგრძნობლად გადაჭარბებით მოთხოვნადი და შევძელით, რომ „ალმასთვის“ მიგვეღო სასურველი და ჯანმრთელი მოთხოვნა“, -  აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალმამ, კაპიტალის ბაზრისმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციები გამოუშვა
გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია ალმამ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სადებიუტოობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა.
კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი აშშდოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორიტრანშის გამოშვება განხორციელდა:
• აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები – 30 მილიონი დოლარი, 2 წლიანი ვადით, წლიურიკუპონის განაკვეთით [8.50%], კუპონისნახევარწლიური გადახდით.
• ევროში დენომინირებული ობლიგაციები – 8.5 მილიონი ევრო, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონისგანაკვეთით [7.25%], კუპონის ნახევარწლიურიგადახდით.
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა