Mastercard-ი კვლავ ლიდერია - საქართველოში 10.1 მილიონზე მეტი სადებეტო ბარათია მიმოქცევაში
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 1%-ით.
2025 წლის ივლისის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10 123 550 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9 136 960 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 591 098 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი ივნისის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 0,4%-იან, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 17%-იან ზრდას აჩვენებს.
ივლისის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 55%-ს Mastercard-ი ფლობს, 28%-ს VISA, AMEX კი 14%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2025 წლის ივლისის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 837 688 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, ივლისში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 463 073 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2%-იან კლებას, ხოლო წლიურ ჭრილში 21%-იანი ზრდაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
11.05.2026.15:57
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.