მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ვაგრძელებთ მუშაობას ევროპის ცენტრალურ ბანკთან და ევროკავშირთან SEPA-ში გაწევრიანების მიმართულებით, იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ნებაც იქნება დადებითი - ნათია თურნავა

news image
mbc image

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგადახდო სისტემა უკეთ დაუკავშირდეს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მთლიანად რეგიონის ქვეყნებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის უკან SWIFT-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარსდგა. სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე და მის შედეგებზე ისაუბრა სებ-ის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული როლი ცნობილია, ის ისტორიულად დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის.

„SWIFT არის ჩვენი საფინანსო სისტემის და საქართველოს ეროვნული ბანკის მრავალი წლის პარტნიორი - უმსხვილესი მესიჯინგის სისტემა ასე, რომ ვთქვათ, საგადახდო სისტემა, რომელსაც დღესდღეობით იყენებენ ჩვენი ბანკები. ჩვენც სებ-ის SWIFT-ს ვეყრდნობით, როდესაც ჩვენი სავალუტო რეზერვების განთავსებას ვაკეთებთ, ინვესტირებას ვაკეთებთ და რამდენიმე მიმდინარე პროექტიც გვაქვს მათთან. სრულიად ლოგიკურია, რომ ასეთ მსხვილ კონფერენციაზე, რომელსაც ისინი ყოველწლიურად ატარებენ სებ-ი გახლდათ მაღალ დონეზე წარმოდგენილი. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა სებ-ის პრეზიდენტი მთავარ სპიკერად მიწვეული იყო ამ პლატფორმაზე და სხვათა შორის ჩვენი ქართული ბანკებიც იყვნენ, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა გაიმართა. იმიტომ, რომ ამ პლატფორმაზე ერთმანეთს ხვდება არამარტო SWIFT-ის პარტნიორები და SWIFT-ის კლიენტები, არამედ მთელს მსოფლიოში გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანიები, საგადახდო კომპანიები, და ჩინეთის წამყვანი საგადახდო სისტემა და ისიც მოწვეული იყო SWIFT-ის მიერ და იქ შედგა ჩვენი შეხვედრა. 


რომ დავუბრუნდეთ კონფერენციას და ჩემი გამოსვლის ძირითად პათოსს და ალბათ ესეც ხსნის იმ გაზრდილ ინტერესს ჩვენდამი, ეს არის საქართველოს სტრატეგიული როლის ხელახალი გააზრება, რის ნიშნებსაც ვხედავ მე ამაში. სტრატეგიული როლი საქართველოსი ცნობილია, ჩვენ ისტორიულად დამაკავშირებელი ხიდის როლს ვასრულებდით და ვასრულებთ ევროპასა და აზიას შორის. იქნება ეს ვაჭრობა, ინვესტიციები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ტრანსპორტი ლოგისტიკა, ენერგეტიკული დერეფანი და რა თქმა უნდა ფინანსები, რა თქმა უნდა საგადახდო სისტემა, რომელიც რეალურ ეკონომიკას და ამ პროექტებს მიყვება. დღესდღეობით მსოფლიოში ყველას ერთნაირად აწუხებს ის ტენდენციები, რაც არსებობს, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან, კონფლიქტებთან მთელს - მსოფლიოს ვგულისხმობ და რა საკვირველია მთელს რეგიონს. ასევე სავაჭრო ომებთან, რომელიც იწვევს ფრაგმენტაციას. და ამაზე საუკეთესო პასუხი, რასაც ხედავენ ეკონომისტები, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესი და რა თქმა უნდა ჩვენც პირველ რიგში, ეს არის რეგიონალური კავშირების გაძლიერება, ანუ რეგიონის შიგნით უფრო მეტი დაკავშირებულობა, დაკავშირებადობა, მათ შორის საქართველოს გავლით ევროპასა და აზიას შორის და ამითი აიხსნება სწორედ ის მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ, მათ შორის საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ. რაც შეეხება უშუალოდ სებ-ს იმ პროექტების მიმართ, რასაც ჩვენ ვახორციელებთ საგადახდო სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგადახდო სისტემა უკეთ დაუკავშირდეს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მთლიანად რეგიონის ქვეყნებს. სწორედ ამითი აიხსნება, რომ მესამე წელია ვაგრძელებთ მუშაობას ევროპის ცენტრალურ ბანკთან და ევროკავშირთან SEPA-ში - ევროს ერთიან საგადახდო სივრცეში გაწევრიანების მიმართულებით. ეს არ არის მარტივი პროცესი, რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს ჩვენ აქ ყველაფერს ზედმიწევნით შევასრულებთ. რა თქმა უნდა დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ნებაც იქნება დადებითი, რომ სწორედ დამსახურებისამებრ იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ პოზიტიური მოლოდინი გაქვს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი რაც გადავდგით. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯებიც, მათ შორის CIPS - ეს არის ჩინეთის უმსხვილესი საგადახდო სისტემა.  SWIFT-ი ძირითადია, ვინც ემსახურება ქართულ ბანკებს და სებ-ს სხვადასხვა ვალუტაში. მაგრამ უფრო მეტი არის ჩვენსა და ჩინეთს შორს ვაჭრობის მოცულობა, ვაჭრობის დინამიკა მაღალია და ის სადაც საქმე ეხება იუანში განხორციელებულ ტრანზაქციებს აქ ჩვენ გაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა, რომ ჩვენი ქართული ბანკები გაწევრიანდნენ ამ სისტემაში, რაც დააჩქარებს და გააიაფებს ამ ტიპის ტრანზაქციებს და ბევრი შუამავალი რგოლი ამოვარდება. შედეგი: მოგეხსენებათ ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევხვდით, ვუმასპინძლეთ CIPS-ის პრეზიდენტს. ძალიან კარგი საქმიანი დამოკიდებულებაა, კარგი კავშირები ჩამოყალიბდა, ამაზე ჩვენ ფრანკფურტში,   SWIFT-ის კონფერენციაზეც ვისაუბრეთ. შედეგი უკვე ის არის, რომ ჩვენი საბანკო სისტემის დიდი ნაწილი არაპირდაპირ, თავისი ჩინური საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით უკვე გაწევრიანებულია და რამდენიმე ბანკი იწყებს მუშაობას, რომ პირდაპირ გაწევრიანდეს. პრინციპში არაპირდაპირ გაწევრიანება უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ სადაც იუანშია ტრანზაქციები ის უფრო სწრაფად გაწევრიანდეს, ხარისხიანად, უშუალოდ ამ სისტემაში ჩართვით, მაგრამ პირდაპირი წევრობა კიდევ უფრო დიდი უპირატესობას აძლევს და რომელ ბანკსაც აქვს სურვილი, რომ პირდაპირ წევრობაზე გადავიდეს CIPS ჩვენი თხოვნით, ჩვენი შუამდგომლობით ძალიან გულისხმიერად ეკიდება ამას და აქ კარგი პროგრესი გაქვს. 

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა - ეს არის ჩვენი ახალი პროექტი Deutsche Börse Group-ი და კონკრეტულად მათი შვილობილი კომპანია 360T. Deutsche Börse Group-ი ეს არის დიდი გლობალური საფინანსო კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი საფინანსო კომპანიების რიგში დგას, როგორის არის ლონდონის საფონდო ბირჟების ჯგუფი, ასევე NASDAQ და ასე შემდეგ. კონკრეტულად ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ როგორც უმსხვილეს, მსოფლიოში ცნობილ კომპანიასთან, ვინც ტექნოლოგიურ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აწვდის სხვადასხვა სავალუტო ბაზარს, იმისთვის, რომ ორგანიზებული ვალუტით ვაჭრობა მოხდეს ამ ინოვაციური პლატფორმების მეშვეობით და უფრო გაფართოვდეს. ჩვენი ჩანაფიქრი არის ასეთი, რომ გავხსნათ უფრო მეტად ორგანიზებული სავალუტო ბაზარი. ახლა თქვენ იცით, რომ ჩვენ  Bloomberg-ის პლატფორმაზე ვვაჭრობთ. იქ არის რამდენიმე ათეული მონაწილე, მაგრამ Deutsche Börse Group-ის 360T-თა თანამშრომლობით და მათგან მოწოდებული ინოვაციური გადაწყვეტებით, ტექნოლოგიური გადაწყვეტებით გვინდა, რომ მცირე და საშუალო ზომის საფინანსო კომპანიები, იქნება ეს მიკროსაფინანსო, ონლაინ გადამცვლელი და სხვები შემოვუშვათ ამ ორგანიზებულ ვაჭრობაში უფრო ხელმისაწვდომია, უფრო იაფია, კონკურენციაც მეტია და ჩვენი საფინანსო ბაზარი და მოსახლეობაც მიიღებს აქედან შედეგს, იმიტომ, რომ მეტი ლიკვიდობა, მეტი ფული იტრიალებს ამ ორგანიზებულ ბაზარზე და კონკურენციის შედეგად უფრო ხელმისაწვდომიც გახდება ამ ტიპის ბიზნესი და ეს ტრანზაქციები. ანუ უფრო ვაფართოებთ ორგანიზებულ სავალუტო ბაზარს“, - განაცხადა თურნავამ, 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

30.07.2026.12:47

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.

მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა