ნოემბერში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაიზარდა, ძალიან კარგი ამბავია - ლევან სურგულაძე
ეკონომისტი ლევან სურგულაძე Facebook-ზე ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ თვის სტატისტიკას აფასებს, რომლის თანახმადაც ნოემბარში სერთაშორისო რეზერვები გაიზარდა.
სებ- მა ნოემბერში Bmatch პლატფორმით 124.5 მლნ დოლარი შეისყიდა.
„ნოემბერში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაიზარდა - ძალიან კარგი ამბავია! როგორც ვამბობდი წინა პოსტებში, ნოემბერ-დეკემბერში ველოდები რეზერვების ზრდას - ეს გამართლდა.
რეზერვების ზრდა უნდა გაგრძლდეს მომდევნო თვეებში, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულში ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად. უარყოფითი ეფექტი ჰქონდა ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიცირებულ პორტფელში ევროს ღირებულების კლებას. ასევე, მთავრობამ საგარეო ვალების მიმდინარე სავალდებულო გადასახდელებიც გადაიხადა“, - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.