რა მოცულობის თანხა დაიხარჯა საზღვარგარეთ საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციებისას
2024 წლის 9 თვეში რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები (იშუინგი) 21%-ითაა გაზრდილი. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საგადახდო ბარათებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობამ 785 044 538 შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 648 645 630 ერთეული. შესაბამისად წლიურ ჭრილში საგადახდო ბარათების გამოყენება 21.02%-ით არის მომატებული.
რაც შეეხება საგადახდო ბარათებით შესრულებულ ოპერაციების მთლიანი მოცულობას 9 თვეში მან 62 232 161 000 ლარი შეადგინა, რომლის 11%-იც საზღვარგარეთ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის. ანუ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საგადახდო ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებულმა ოპერაციებმა 7 128 450 000 ლარი შეადგინა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმიბარე წელს ყველაზე მეტი თანხა საგადასახადო ბარათებიდან უცხოეთში ივლისში დაიხარჯა. ივლისში საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციებმა 859 876 000 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.