რამდენია საქართველოს საგარეო ვალი - ფინანსთა სამინისტროს მაჩვენებლები
2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 115 258 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 637 632 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში 2024 წლის ნოემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 5,5%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ოქტომბერთან მონაცემებთან კი 0,7%-ით არის შემცირებული.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 642 543 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 9 178 822 ათას დოლარს შეადგენდა.
2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 790 674 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 23 760 313 ათასი ლარს უტოლდება.
ნოემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 729 405 ათასი დოლარია, 18 188 908 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.