როცა ვფიქრობთ ბანკზე ეს არის დეპოზიტი და სესხი, მაგრამ ბევრს გვავიწყდება, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის უზრუნველვყოთ გადახდები - არჩილ გაჩეჩილაძე
თბილისის მერია საქართველოს ბანკთან ერთად საერთაშორისო სტუდენტურ ბარათს წარმოადგენს. როგორც ბარათის პრეზენტაციაზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, ბანკი მზადაა ახალი თაობისთვის, სტუდენტებისთვის ახალი შეთავაზებების გასაკეთებლად.
„საქართველოს ბანკისთვის ეს არის უდიდესი პატივი. როცა ვფიქტობთ ბანკზე ეს, რომ არის დეპოზიტი და სესხი. მაგრამ ბევრს გვავიწყდება რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის, რომ ვუზრუნველყოთ გადახდები, ვუზრუნველყოთ ეს სისტემები, რასაც ქვია ბარათებით გადახდა და ასე შემდეგ, ასობით მილიონი ლარი დადის უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში.
შესაბამუსად ტექნოლოგიური ნაწილი ჩვენი ამის უზრუნველყოფის არის ის, რომელსაც ვაკეთებთ და ყოველთვის ახალი თაობისთვის, სტუდენტებისთვის, ახალ ახალი შეთავაზებები - ეს არის ის რითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გაგიმარტივოთ ცხოვრება და უკეთესი და უკეთესი შეთავაზებების მობილიზება მოხდეს“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.