მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალი დაემატა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. ამიერიდან, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალია ხელმისაწვდომი, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დასახული მიზნების მისაღწევად თანხა მარტივად შეაგროვონ.

შეგროვებადი ანაბრის ციფრულად გახსნის შემთხვევაში, მას გაზრდილი სარგებელი (სტანდარტულს +0.25%) ერიცხება. აღნიშნული პირობა ეხება ლარში, დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბრებს.

გარდა ამისა, შეგროვებად ანაბარს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • ანაბრის გახსნა შესაძლებელია ოთხ ვალუტაში (GEL, USD, EUR, GBP);
  • ანაბრის გახსნისთვის საწყისი თანხა: მინ. 10 ერთეულია, მაქსიმალური თანხა კი - 500 000 ერთეული;
  • ანაბრის ვადა 3-24 თვემდეა;
  • სარგებლის გატანა შესაძლებელია როგორც ვადის ბოლოს, ისე ყოველთვიურად;
  • თანხის დამატება შესაძლებელია შეუზღუდავად, (მაქსიმუმ 500 000 ერთეულამდე);

ბიზნეს მობილბანკში ანაბრის გახსნისთვის რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო. ანაბრის მიზნობრიობის განსაზღვრა, შესაგროვებელი თანხის მოცულობის და სხვა დეტალების მითითება ანაბრის გახსნის მომენტში ან მოგვიანებით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ერთდროულად, მაქსიმუმ ორი აქტიური შეგროვებადი ანაბარის გახსნა შეუძლია.

„ჩვენთვის, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნა, რომელიც კომპანიებს  ყოველდღიურ საქმიანობაში მეტ მოქნილობას შესძენს, მისცემს დროის დაზოგვისა და კომპანიის განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობას. მობილბანკში დაგროვებადი ანაბრის ფუნქციონალის დამატებაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ამ საშუალებით მინიმუმამდე დაგვყავს  ბანკის ფილიალში ფიზიკურად მისვლის საჭიროება და რაც მთავარია, ბიზნესს საბანკო პროდუქტებზე დამატებით ბენეფიტებს ვაძლევთ. შეგროვებადი ანაბარი ბიზნესის მდგრადობისა და წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ მოხარული ვართ, რომ ის ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომი გავხადეთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი,  ცირა ლოლაძე.

შეგროვებადი ანაბრის გასახსნელად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა

08.07.2026.17:23

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.

„ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ჯგუფის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ და კერძო სექტორთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.

განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, ინვესტორთა მზარდი დაინტერესება საქართველოს და რეგიონის ბაზრებით. აღინიშნა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებით რეფინანსირება. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის მაისში, სადებიუტო სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების შესახებ.

ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახორციელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.

შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და მიღწევები, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა