მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებული თავისუფალი სკოლის გუნდი გახდა

news image
mbc image

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. წლევანდელ ოლიმპიადაში პირველი ადგილი თბილისის თავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ანდრია პაპუაშვილი, ლიზა შალიკაშვილი, ლუკა უფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური.

STEM მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოშისწორედ ეს სფეროები ქმნიან იმ ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებენთეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციით იზრდებიან მომავალი ინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს”, - აღნიშნავს ლაშა ნიშნიანიძე, გუნდის მენტორი.

ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა:

მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ გუნდი მუდმივად მეცადინეობდა, ფინალის დღემდე მოსწავლეები ყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეც კი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ. მზადების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა რთული ტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდური მუშაობის დახვეწას. ყოველთვის განსხვავებულ და კომპლექსურ დავალებებს ვაძლევდი. ისინი ისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდს წერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ - ასეთი თავდადება და შეუპოვრობა გახდა  წარმატების მთავარი ფაქტორი “, - ამბობს ლაშა ნიშნიანიძე.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას:

როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, მალევე შეგვატყობინეს მთავარი დავალებასაგულშემატკივრო ჰოლში  დაიდო ლიფტის კონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამ ტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათ მონაწილეებს. პროექტი იყო კომპლექსური და მაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სიახლე არ ყოფილა: მრავლად ჰქონდათ ნამუშევარი მსგავს ელექტრონულ კომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებას კარგად შეასრულებდნენ. სირთულე მაინც არსებობდატექნიკური დეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციის მაღალი დონე “, - აღნიშნავს ლაშა.

პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც:

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაც კი ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, ოლიმპიადის განმავლობაში ვსწავლობდით ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგი იყო. სიტყვებით რთულია იმის აღწერა, რასაც  მოგებისას განვიცდიდი, ბედნიერად მახსენდებოდა დღეები, როდესაც მთელი დღე ვისხედით და ვვარჯიშობდით”, - ლუკა უფლისაშვილი.

ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებების პოვნა  - ეს უნარები მომავალში აუცილებლად გამოგვადგება, როგორც სწავლის, ისე პროფესიული განვითარების გზაზე”, - ლუკა დუდაური.

საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს  მათთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს  ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია, რაც მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას.

 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს - დავით რუსია

03.06.2026.17:30

ჩვენც და დანარჩენი მსოფლიოც კვლავ არსებული განაკვეთების ფარგლებში დავრჩებით და ამ თვალსაზრისით, დოლარით დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ უნდა ველოდოთ, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. 

დავით რუსიას განცხადებით, საბანკო სექტორში მოქმედი რეზერვებისა და კაპიტალის რეგულაციები შედარებით მკაცრია და ამ მიმართულებით კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის შეხვედრაზე გარკვეული ცვლილებების ინიციატივებიც განიხილეს, თუმცა საკითხები ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის დონეზე რჩება. მისი თქმით, დოლარიზაციის სტრუქტურაც შეიცვალა და დოლარული მასა ძირითადად ფიზიკურ პირებსა და მიკროსესხებზე აღარ ნაწილდება.

„რაც შეეხება დოლარის მასას, ის, ბუნებრივია, ფიზიკურ პირებსა და მიკრო სესხებზე არ მიიმართება და პირდაპირ SME (მცირე და საშუალო ბიზნესი) და კორპორატიულ სეგმენტზე ნაწილდება. კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს. ეს ინსტრუმენტი ბანკებს საშუალებას მისცემს, დოლარული მასა ცენტრალურ ბანკში განათავსონ, სანაცვლოდ კი ლარის რესურსი მიიღონ, რომელსაც მოგვიანებით, ვალდებულების გასტუმრებისას, უკან დააბრუნებენ. ეროვნული ბანკის პოზიციით, მათთვის ცნობილია ამ ინსტრუმენტის ეფექტურობა, თუმცა მიაჩნიათ, რომ საბაზრო მექანიზმებში ზედმეტად ჩარევის უფლება არ აქვთ და ამ საკითხის დარეგულირება უმჯობესია თავად საბანკო სისტემას მიენდოს.

რაც შეეხება უშუალოდ მონეტარული პოლიტიკის მართვას - ეროვნულმა ბანკმა მაისში ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტი აამუშავა, რაც გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო. მათ შორის იყო რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, რომელიც, როგორც იცით, 8.25%-მდე განისაზღვრა. ჩვენ, როგორც წესი, ორიენტირად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და ევროპის ცენტრალურ ბანკს ვიღებთ. ვინაიდან ამ პერიოდში არც აშშ-ს და არც ევროპის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთები არ შეუცვლიათ, ჩვენც ველოდით, რომ მაისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამდა. მით უმეტეს, რომ ივნისი, ივლისი და აგვისტო მაინც ტურისტული სეზონია და შესაბამისად უფრო მეტად შეიძლება სექტემბერში გვქონოდა პირველი ცვლილება. თუმცა ეროვნულმა ბანკმა რაღაცნაირად პრევენცია მოახდინა“, - აღნიშნა დავით რუსიამ.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, გლობალურ მონეტარულ პოლიტიკაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინები ჯერჯერობით სუსტდება, რადგან აშშ-ში ინფლაცია 3.8%-ის დონეზე რჩება და ფედერალური რეზერვის 11-12 ივნისის სხდომაზე განაკვეთის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია. მისი თქმით, მსგავსი ტენდენციაა ევროპაშიც, სადაც ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან პოლიტიკის შერბილების ნაცვლად ახალი გამკაცრების სცენარებიც განიხილება. რუსიას შეფასებით, არსებული პირობები დოლარულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გაიაფებას არ უნდა გვაძლევდეს მოლოდინს, ხოლო დამატებითი გაურკვევლობა, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური რისკები, გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის პერსპექტივას კიდევ უფრო ამცირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა